Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ბიძინა ივანიშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიას ქმნის
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 ოქტ.'11 / 12:12

ცნობილი ბიზნესმენი და ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური პარტიის შექმნას გეგმავს, რათა მონაწილეობა მიიღოს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

„მე გადავწყვიტე, რომ შევქმნა პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მივიღო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში“, – ეს არის ამონარიდი იმ წერილობითი განცხადებიდან, რომლის სრულ ვერსიასაც ივანიშვილის კუთვნილი „ქართუ ჯგუფი“ 7 ოქტომბერს გაავრცელებს.

ივანიშვილის პოლიტიკური გეგმების შესახებ სხვა დეტალები, სავარაუდოდ, 7 ოქტომბერს გახდება ცნობილი.

პირველად მან თავისი პრესსამსახურის მეშვეობით მაისში მიანიშნა პოლიტიკაში რაიმე შესაძლო როლის შესრულებაზე და ხელისუფლება საჯაროდ გააკრიტიკა. მაშინ „ქართუ ჯგუფის“ პრესსამსახურმა სპეციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ სააკაშვილის მთავრობა ცდილობს "მოიშოროს“ ივანიშვილი.

განცხადებაში ასევე მოცემული იყო ივანიშვილის შეხედულება პოლიტიკურ ძალთა ამჟამინდელ გადანაწილებაზე, რომლის მიხედვითაც, არსებობს სახელისუფლებო პარტია, ოპოზიცია და "ეგრეთ წოდებული ფსევდოოპოზიცია".

"არსებობს ასევე სტაბილური დაბალანსებული ურთიერთობები მათ შორის და ეს ვითარება სამთავრობო გუნდის ხელისუფლებაში ყოფნის სავარაუდო წინაპირობაა. ახლანდელი ხელისუფლება ასეთ სიტუაციაში ძალზე კომფორტულად გრძნობს თავს და საქმე მშვენივრად აქვს აწყობილი: სიტუაციას აბალანსებს, ბიზნესს აკონტროლებს; თავისი მანიპულაციებით მიაღწია იმას, რომ ფსევდოოპოზიციას – საპარლამენტოსაც და არასაპარლამენტოსაც შესანიშნავად მართავს... ნამდვილ ოპოზიციურ მოძრაობას საკმაოდ უჭირს სათანადო წინააღმდეგობის გაწევა. ასე რომ, მოახლოებული არჩევნების წინ სააკაშვილის პოზიციები საკმაოდ მყარია", – ნათქვამი იყო მაისში გავრცელებულ განცხადებაში.

ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საკმაოდ წარმატებული ბიზნესი 1990-იან წლებში რუსეთში დაიწყო, საქართველოში ცნობილია თავისი საქველმოქმედო საქმიანობით, თუმცა იგი ამის აფიშირებისაგან კატეგორიულად იკავებს თავს. ივანიშვილი ტელეეკრანებზე არასოდეს ჩნდება; მასთან ერთადერთი ინტერვიუ 2005 წელს გამოქვეყნდა რუსულ გაზეთ ”ვედომოსტისთან”.

ჟურნალ Forbes-ის მონაცემებით ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.5 მილიარდი აშშ დოლარად არის შეფასებული. იგი ბოლო წლებია საჩხერის რაიონის მშობლიურ სოფელში, ჭორვილაში ცხოვრობს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
50