Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილი საპარლამენტო არჩევნების 'აბსოლუტური უმრავლესობით' მოგებას აპირებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 ოქტ.'11 / 11:45

ცნობილმა ბიზნესმენმა და ქველმოქმედმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი გეგმაა, მისმა პატიამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები "აბსოლუტური უმრავლეობით" მოიგოს, ხოლო თავად პრემიერის ან პარლამენტის თავმჯდომარის რანგში მონაწილეობა მიიღოს ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაში.

"მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების ტოტალურმა მონოპოლიზებამ და ჩატარებულმა კონსტიტუციურმა ცვლილებებმა, რომელთა მიხედვითაც ნათლად ვლინდება სააკაშვილის სურვილი , ყველანაირი კონსტიტუციური ვადის ამოწურვის მიუხედავად, შეინარჩუნოს ძალაუფლება და დარჩეს ხელისუფლების სათავეში, მიმაღებინა გადაწყვეტილება, შევქმნა პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მივიღო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში", – აცხადებს ივანიშვილი.

იმ ძირითად ამოცანებს შორის, რომელზეც ივანიშვილი 7 ოქტომბერს გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში პოლიტიკაში მოსვლის გეგმებზე საუბრობს, ასევე არის: ქვეყნის მართვის ოპტიმალური მოდელის ჩამოყალიბება ისეთი საკონსტიტუციო ცვლილებებიდ გზით, რომ მომავალში არავის გაუჩნდეს სურვილი, რომ "კონსტიტუცია საკუთარ თავს მოარგოს"; ასევე სასამართლო დამოუკიდებლობის შეუქცევადობის უზრუნველყოფა; და "ბიზნესის აღორძინებისთვის" შესაბამისი საინვესტიციო გარემოს შექმნა. 

ივანიშვილი მთავარ პრიორიტეტებს შორის ასევე ასახელებს პერსპექტივის შექმნას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე ქართული სახელმწიფოს იურისდიქციის აღდგენისთვის; ხოლო საგარეო პრიორიტეტებს შორის გამოყოფს რუსეთთან ურთიერთობების დალაგების დაწყებასა და აშშ-სა და ევროკავშირთან მეგობრობისა და ინტეგრაციის გაღრმავებას. 

"ჩემი აზრით, ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების მოგვარებას დაახლოებით ორიდან სამ წლამდე დასჭირდება. ამის შემდეგ მე ვაპირებ წავიდე პოლიტიკიდან, რათა აქტიური მონაწილეობა მივიღო ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებასა და მის განვითარებაში", – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი. 

იგი ასევე გამოთქვამს ნებისმიერი ისეთი ტელევიზიის შეძენის სურვილს საბაზროზე სამჯერ მეტ ფასად, რომელსაც საინფორმაციო მაუწყებლობის ლიცენცია გააჩნია. ცალკე გავრცელებულ განცხადებაში, ივანიშვილი პირობას დებს, რომ "მაქსიმუმ ორი წლის შემდეგ, მის დღევანდელ მფლობელს ტელევიზიას დავუბრუნებ სიმბოლურ ფასად – 1 (ერთ) ლარად". 

აქვე ივანიშვილი, ძირითადად, თბილისში მაუწყებელ "კავკასიასა" და "მაესტროს", სხვა ტელევიზიების მსგავსად, სააკაშვილის მიერ კონტროლირებად ტელეკომპანიებად მოიხსენიებს და აღნიშნავს, რომ ისინი "სპეცდანიშნულების ფსევდოოპოზოციურ მედიასაშუალებებს წარმოადგენენ".

"თუ ჩემს შეთავაზებას არ გამოეხმაურებიან ["კავკასია" და "მაესტრო"], ამ ტელევიზიების დანიშნულება მართლდება”,- აცხადებს ივანიშვილი.

ივანიშვილი ასევე აცხადებს, რომ რუსეთში მისი მთლიანი კაპიტალის, დაახლოებით, მესამედი მდებარეობს და "იმისთვის, რომ პოლიტიკაში ჩემი ყოფნისას საზოგადოებას ზედმეტი კითხვები არ გაუჩნდეს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დაწყებამდე მე მოვახდენ რუსეთში არსებული ბიზნესის რეალიზაციას".

ამავე მიზეზით, ივანიშვილის განცხადებით, ის უარს ამბობს ორმაგ მოქალაქეობაზე და "უახლოეს დღეებში" ჩააბარებს რუსეთისა და საფრანგეთის მოქალაქის პასპორტებს.

ცნობილი ბიზნესმენი ამ ეტაპზე არაფერს ამბობს იმის შესახებ, თუ ვინ დააკომპლექტებს მის პოლიტიკურ გუნდს, რაც მისი პოლიტიკაში მოსვლის ირგვლივ ერთ–ერთ მთავარ ინტრიგად რჩება.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
19