Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილი პოლიტიკური გუნდის წევრებს არჩევს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 ოქტ.'11 / 16:05

მილიარდერი ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც პოლიტიკაში წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა, თავისი მომავალი გუნდის წევრებს არჩევს, თუმცა ეს პროცესი სპეკულაციებით და საიდუმლოებითაა მოცული.

ერთადერთი ადამიანი, რომელმაც აქამდე საჯაროდ განაცხადა, რომ დაგეგმილი პარტიის წევრობა შესთავაზეს ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში გია ხუხაშვილია. მან განაცხადა 10 ოქტომბერს, რომ იგი შეხვდა ბიძინა ივანიშვილს, თუმცა უარი თქვა მის შემოთავაზებაზე იმ მოტივით, რომ მას ზოგადად არ სურს პოლიტიკაში წასვლა.

მისი თქმით, ივანიშვილის იმიჯი სტერეოტიპებითაა გარშემორტყმული და საზოგადოებას სიურპრიზები ელის, როდესაც ბიზნესმენი კამერების წინ გამოჩნდება თავისი პირველი სატელევიზიო ინტერვიუს დროს.

ხუხაშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოების განცვიფრებას ის გამოიწვევს, რომ უამრავი მითი არსებობს ივანიშვილის პიროვნების გარშემო და არსებობს გაგება, რომ მას გაუჭირდება საზოგადოებასთან ურთიერთობა, მაგრამ, მისი თქმით, ეს მცდარი შეხედულებაა.

ივანიშვილის პრესმდივანმა განაცხადა გასულ კვირას, რომ მილიარდერი ბიზნესმენი მზად არის ინტერვიუ მისცეს ჟურნალისტების დიდ ჯგუფს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განაცხადა, რომ მზად არის საეთერო დრო გამოუყოს მას პირველ არხზე არსებული სამი თოქშოუდან ერთ–ერთში. თუმცა, ამ სამი თოქშოუდან არც ერთის ფორმატი არ ითვალისწინებს ჟურნალისტების დიდი ჯგუფის მასპინძლობას. ივანისშვილის პრესმდივანი ირაკლი ტრიპოლსკი 10 ოქტომბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს გია ჭანტურიას შეხვდა და მომავალი სატელევიზიო ინტერვიუს დეტალები განიხილა. ივანიშვილს საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოთავაზებაზე თანხმობა ჯერ არ მიუცია.       

იმავდროულად, ტელეკომპანიებმა „კავკასიამ“ და „მაესტრომ“, რომელთაც ივანიშვილმა 7 ოქტომბერს გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში „ფსეუდო–ოპოზიციური“ არხები უწოდა, ივანიშვილს საეთერო დრო შესთავაზეს ჟურნალისტების დიდ ჯგუფთან ინტერვიუს ჩასაწერად, რომელიც ერთდროულად გავა ორივე ტელეკომპანიის ეთერში და ასევე „მაესტროს“ რადიოსადგურზე.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
23