Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილს მისი პრესკონფერენციის პირდაპირი ტრანსლირება სურს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 ოქტ.'11 / 18:59

ბიძინა ივანიშვილი მზად არის მისი პრესსამდივნოს ოფისიდან ქართული მედიისთვის პრესკონფერენცია გამართოს, თუ რომელიმე ეროვნული მაუწყებელი დაუთმობს მას პირდაპირ ეთერს.

“ცნობილი პოლიტიკური განცხადებების შემდეგ, საზოგადოების ინტერესი ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ განუზომლად გაიზარდა.  თუ რომელიმე ეროვნული მაუწყებელი (საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი 2, იმედი) უზრუნველყოფს პირდაპირი ეთერის ტრანსლირებას, 14 ოქტომბრიდან, როგორც ეს განცხადებული იყო, ბატონი ბიძინა მზად არის პრესსამდივნოს ოფისიდან ქართული მედიისთვის (ელექტრონული, ბეჭდვითი) გამართოს პრესკონფერენცია. იგი მზად არის პასუხი გასცეს ჟურნალისტების შეკითხვებს ნებისმიერ თემაზე“, – ნათქვამია ივანიშვილის პრესსამდივნოს მიერ 13 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„ჩვენ  ვთავაზობთ ეროვნული მაუწყებლის მესვეურებს, პირველ რიგში, საზოგადოებრივ მაუწყებელს, მოცემულ ფორმატში თანამშრომლობას, რაც მაყურებელთა უმრავლესობის ინტერესებს შეესაბამება. ტექნიკური საკითხების მოგვარების შემდეგ, ზუსტი თარიღი გამოცხადდება დამატებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ივანიშვილის თავდაპირველი შეთავაზება იყო, რომ ჟურნალისტთა დიდი ჯგუფის შეკითხვებისთვის  საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ეპასუხა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განაცხადა, რომ მზად არის საეთერო დრო გამოუყოს მას პირველ არხზე არსებული სამი თოქშოუდან ერთ–ერთში. თუმცა, ამ სამი თოქშოუდან არც ერთის ფორმატი არ ითვალისწინებს ჟურნალისტების დიდი ჯგუფის მასპინძლობას. ივანიშვილის პრესმდივანი ირაკლი ტრიპოლსკი 10 ოქტომბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს გია ჭანტურიას შეხვდა და მომავალი სატელევიზიო ინტერვიუს დეტალები განიხილა, თუმცა, როგორც ჩანს, შეთანხმება ვერ შედგა.

13 ოქტომბერს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საპასუხო განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ის გააშუქებს ივანიშვილის პრესკონფერენციას, თუმცა არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ ეს პირდაპირ ეთერში იქნება. იმავე განცხადებაში მაუწყებელი ისევ ადასტურებს მზადყოფნას მოიწვიოს ივანიშვილი თავის ერთ-ერთ თოქშოუში, რომელიც პირდაპირ ეთერში გავა.

იმავდროულად, ტელეკომპანიებმა „კავკასიამ“ და „მაესტრომ“, რომელთაც ივანიშვილმა 7 ოქტომბერს გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში „ფსევდოოპოზიციური“ არხები უწოდა, ივანიშვილს საეთერო დრო შესთავაზეს ჟურნალისტების დიდ ჯგუფთან ინტერვიუს ჩასაწერად, რომელიც ერთდროულად გავა ორივე ტელეკომპანიის ეთერში და ასევე „მაესტროს“ რადიოსადგურზე.

ივანიშვილს ბოლო განცხადებაში „მაესტრო“ და კავკასია“, რომელთა შეძენის სურვილიც საჯაროდ გამოთქვა, საერთოდ არ უხსენებია.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
30