Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ეროვნული ფორუმის თქმით, ბიძინა ივანიშვილთან სამომავლო თანამშრომლობა შეთანხმდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 ოქტ.'11 / 15:07

ეროვნული ფორუმი ბიძინა ივანიშვილთან სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდა, განუცხადა ამ ოპოზიციური პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ დეტალების დაკონკრეტების გარეშე ჟურნალისტებს მილიარდერ ბიზნესმენთან 17 ოქტომბერს გამართული შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრაზე სანიკიძის თქმით, „ერთადერთი გადაწყვეტილება“ იქნა მიღებული, რომელიც ნოდარ ჯავახიშვილის „ქართუ ჯგუფის“ პრეზიდენტად დანიშვნას ეხება.

ჯავახიშვილის თქმით, ამ ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგად იგი ეროვნული ფორუმის რიგებს ტოვებს, სადაც 2010 წელს გაწევრიანდა და პარტიის ეკონომიკურ პროგრამებს ხელმძღვანელობდა.  ნოდარ ჯავახიშვილი 90–იან წლების შუაში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ხოლო მოგვიანებით პარლამენტის წევრი იყო აჭარის ყოფილი ლიდერის, ასლან აბაშიძის პარტიიდან.

ბიძინა ივანიშვილმა მას „ქართუ ჯგუფის“ ხელმძღვანელობა რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე შესთავაზა მას შემდეგ, რაც ამ თანამდებობიდან გაუშვა გიგა ჩრდილელი, რომელიც 12 ოქტომბერს ხელისუფლების სასარგებლოდ მის წინააღმდეგ ჯაშუშობაში დაადანაშაულა.

ეროვნული ფორუმი მესამე ოპოზიციური პარტიაა, ირაკლი ალასანიას „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკელების“ შემდეგ, რომლის წარმომადგენლებთან ივანიშვილის შეხვედრის შესახებ საჯაროდ გახდა ცნობილი. სამივე ეს პარტია ე.წ. „ექვსიანის“ წევრები იყვნენ – კოალიციის, რომელიც ჩამოყალიბებიდან სამი თვის თავზე, 6 ოქტომბერს დაიშალა, ერთი დღით ადრე, ვიდრე ივანიშვილი პოლიტიკურ გეგმებზე პირველ განცხადებას გამოაქვეყნებდა.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
24