Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილი საქართველოში შვედეთის ელჩს შეხვდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 ოქტ.'11 / 18:54

მილიარდერი ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც პოლიტიკაში მოსვლის გეგმებზე ოქტომბრის დასაწყისში განაცხადა, დღეს საქართველოში შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დიანა იანსეს შეხვდა, იტყობინება ივანიშვილის პრესსამდივნო.

"საქართველოში შვედეთის სრულუფლებიანმა ელჩმა დიანა იანსემ კმაყოფილება გამოთქვა შეხვედრის გამო და აღნიშნა, რომ შვედეთის საელჩო ინტერესით ადევნებს თვალს პოლიტიკურ პროცესებს და მათ შორის ბიძინა ივანიშვილის გარშემო მიმდინარე მოვლენებს. ელჩი იმ პრობლემებსაც გაეცნო, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ქართულ პოლიტიკურ არენაზე გამოჩენისთანავე შეექმნა. მანვე აღნიშნა, რომ ყურადღებით მიადევნებს თვალს და დააკვირდება მოვლენათა შემდგომ განვითარებას", – იტყობინება პრესსამდივნო. 

ამავე ცნობით, ელჩმა პირადი შეხვედრის სურვილი იმის გამო გამოთქვა, რომ იგი ვერ დაესწრო დიპლომატებთან გასულ კვირას გამართულ გაერთიანებულ შეხვედრას. 

პირველი შეხვედრა დიპლომატებთან ივანიშვილმა მის ბიზნეს–ცენტრში 20 ოქტომბერს გამართა, რომელსაც დაესწრო საქართველოში აკრედიტებული 18 დიპლომატიური მისიის წარმომადგენელი: აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი, ჩეხეთის ელჩი ივან ჟესტრაბი, თურქეთის,  უკრაინის, ნიდერლანდების, ევროკავშირის, ბრიტანეთის, პოლონეთის, გერმანიის, გაერო-ს, შვეიცარიის, საფრანგეთის, იტალიის, ევროპის საბჭოს, უნგრეთისა და იაპონიის დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები; ასევე NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი ლუის ნავარო.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
29