Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი: რუსეთთან ვმო–ზე შეთანხმება ‘დიპლომატიური გამარჯვებაა’
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 ნოე.'11 / 18:08

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ვმო–ზე რუსეთთან მიღწეული შეთანხმება დიპლომატიური გამარჯვებაა, რადგანაც პირველად აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე კონტროლის დაკარგვის შემდეგ, თბილისისთვის ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია საზღვრის ამ მონაკვეთებზე ტვირთების მოძრაობის შესახებ.

მისი თქმით, თავდაპირველად რუსეთი ვაჭრობის ამგვარ საერთაშორისო მონიტორინგს კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა; მოგვიანებით, რუსეთი მხოლოდ საზღვრის არასადავო მონაკვეთებზე მონიტორინგის წინადადებით გამოვიდა, განაცხადა მან და დასძინა, რომ თბილისმა მაშინვე უარყო ორივე ეს წინადადება. სააკაშვილმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების მომდევნო ეტაპზე რუსეთი დათანხმდა მხოლოდ იმ ტვირთზე განხორციელებულიყო საერთაშორისო მონიტორინგი, რომელიც რუსეთიდან საქართველოში შედიოდა სეპარატისტული რეგიონების გავლით და არა იმ ტვირთებზე, რომელთა დანიშნულების ადგილიც სეპარატისტული რეგიონები იყო.

„ამ წინადადებების 5–6 ვარიაცები მოგვცეს და 5–6 სხვადასხვა ვარიაცია ჩვენ უარვყავით ბოლო თვეების განმავლობაში. საერთო ჯამში 10 სხვადასხვა წინადადება იყო, რომელიც იქნა უარყოფილი ქართული მხარის მიერ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

საბოლოო ჯამში, განაგრძო მან, მხარეები შვეიცარიელი შუამავლების დახმარებით შემუშავებულ წინადადებაზე დათანხმდნენ. ამ წინადადების თანახმად, განაცხადა სააკაშვილმა, შვეიცარიული მხარე, „რომელიც მოქმედებს საერთაშორისო თანამეგობრობის სახელით", ქირაობს „საერთაშორისო სერთიფიცირებულ მონიტორებს“ კერძო კომპანიიდან, რომლებიც საერთაშორისო ხელშეკრულებით ანგარიშვალდებულნი იქნებიან შვეიცარიის ფედერაციის წინაშე და ბერნი ინფორმაციას თბილისს გაუზიარებს.

„პირველად, 1992–93 წლების შემდეგ, ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ მუდმივ რეჟიმში მივიღებთ ინფორმაციას ყველა ტვირთის შესახებ, რომელიც შემოდის საქართველოს სუვერენიტეტულ ტერიტორიაზე საერთაშორისო დამკვირვებლების მეშვეობით, რომლებიც ანგარიშვალდებული არიან მესამე მხარის მიერ და ეს მესამე მხარე ვალდებულია ყველა ინფორმაცია მოგვაწოდოს ჩვენ“, – განაცხადა სააკაშვილმა. 

„ერთი სიტყვით, მე მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვენი დიპლომატიური გამარჯვება. რა თქმა უნდა, ჩვენი საბოლოო დიპლომატიური და ყველანაირი გამარჯვება იქნება მაშინ, როდესაც აქ იდგებიან არა მხოლოდ საერთაშორისო მონიტორები, არამედ იდგება საზღვრის აქეთ მხარეს საქართველოს საბაჟო და სასაზღვრო სამსახური და ჩვენ ამას ყველანი მივაღწევთ“, – განაცხადა სააკაშვილმა. 

„მაგრამ ის, რასაც დღეს მივაღწიეთ, ეს არის პირველი, ძალიან მნიშვნელოვანი დაფიქსირება იმისა, რაც არის საქართველოს საბაჟო საზღვრები“, – განაცხადა მან.

მან განაცხადა, რომ საქართველო ვერ გადაწყვეტდა ტერიტორიული მთლიანობის საკითხს ვმო–ზე მოლაპარაკებების პროცესში; მან ასევე განაცხადა, რომ საბოლოო შეთანხმება უსაფრთხოების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია.

„ჩვენ გვეცოდინება, რა ტვირთები მოდის და მოძრაობს და უსაფრთხოებისთვის არის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი, არა მხოლოდ ეკონომიკური [თვალსაზრისით]“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ საერთაშორისო მონიტორინგი არის ის საკითხი, რაზეც საქართველო არ წავიდოდა კომპრომისზე რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესში.

„მე მგონი, ჩვენმა [დასავლელმა] პარტნიორებმა ეს ბოლოს კარგად გაითავისეს და გაიგეს, რომ საქართველო ერთ ნაბიჯს უკან ამ პრინციპული პოზიციიდან არ დაიხევდა, ვისაც რა უნდა ეთქვა“, – დასძინა სააკაშვილმა.

მან ეს განცხადება ყვარელში, თავისი სახლის ეზოში გამოფენილ საქართველოს რუკასთან გააკეთა. რუკაზე ის ხსნიდა, თუ სად განლაგდებიან კერძო კომპანიის დამკვირვებლები სავაჭრო ტვირთების მონიტორინგის მიზნით.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
8