Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თბილისი ვმო–ზე რუსეთთან შეთანხმებას „ძალიან წარმატებულს“ უწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 ნოე.'11 / 20:32

რუსეთთან ვმო–ზე მიღწეული შეთანხმება „ძალიან წარმატებულია“ საქართველოსთვის, განაცხადა 9 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ და დასძინა, რომ ამ შეთანხმების ტექსტი, თანდართული რუკებით, უახლოეს ხანებში გახდება საჯარო.

„წარმატებულია იმის გამო, რომ პირველად შესაძლებელი ხდება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ რუსეთსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის ტვირთის მიმოქცევის საერთაშორისო ზედამხედველობა“, – განაცხადა მან.

სეპარატისტული რეგიონების გასწვრივ არსებულ საბაჟო პუნქტებთან ერთად ამ მონიტორინგის ქვეშ ყაზბეგი–ზემო ლარსის გამშვები პუნქტის მოქცევა, მისი თქმით, ნიშნავს იმას, რომ „რუსეთმა აღიარა ფაქტიურად, საქართველოსთან ერთიანი სავაჭრო რეჟიმი, რასაც ჩვენ ასევე მივესალმებით“.

“იმედს ვიტოვებთ, რომ რუსეთი მომავალში ასეთივე პრაგმატული იქნება იმ  საკითხებთან მიმართებაში, რომლებიც ჯერ კიდევ ძალიან პრობლემურად დგას რუსეთსა და საქართველოს შორის“, – განაცხადა კალანდაძემ და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთთან „სხვა რთული საკითხების მოგვარებაც მოხერხდება“.

თბილისი ასევე მიესალმა შვეიცარიელი შუამავლების მიერ გაწეულ ძალისხმევას მოლაპარაკებების პროცესში და ხაზი გაუსვა იმ გადაწყვეტილების მნიშვნელობას, რომ კერძო კომპანია, რომელიც განახორციელებს რუსეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობის მონიტორინგს, „ანგარიშვალდებული იქნება შვეიცარიის მთავრობის წინაშე, და არა მხარეების მიმართ“.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2020, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
20