Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მანჯგალაძე პრეზიდენტობის შემდგომ გეგმებზე სააკაშვილის განცხადებას განმარტავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 ნოე.'11 / 11:30

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადება პრემიერ–მინისტრობის პერსპექტივის შესახებ, რომელიც მან EurActiv-თან ინტერვიუში გააკეთა, „არასრულია“ და „ზუსტად არ გადმოსცემს“ პრეზიდენტის სიტყვებს.

კითხვაზე აპირებს, თუ არა ის, რომ 2013 წლის ბოლოს მისი მეორე და საბოლოო საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პრემიერ–მინისტრი გახდეს, სააკაშვილმა, როგორც ამის თაობაზე EurActiv–ი იტყობინება, უპასუხა: „ჩვენი ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტი მნიშვნელოვან ძალაუფლებას ინარჩუნებს და პრემიერ–მინისტრიც მნიშვნელოვანია, მაგრამ მთლიანად დამოკიდებულია პარლამენტზე. ეს არც თუ ისე საინტერესო თანამდებობაა იმ ადამიანისთვის, რომელიც ამჟამად პრეზიდენტია“. 

ამგვარი განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგანაც აქამდე პრეზიდენტი სააკაშვილი ყოველთვის თავს არიდებდა კითხვას მისი პრეზიდენტობის შემდგომი გეგმების შესახებ და აცხადებდა, რომ იგი არ გააკეთებდა ამაზე რაიმე განცხადებას, რადგანაც არ სურდა „კოჭლი იხვის“ (ბოლო საპრეზიდენტო ვადაში მყოფის) როლში ყოფნა. მანამდე 9 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უარი თქვა კომენტარი გაეკეთებინა იმაზე, რამდენად ზუსტი სააკაშვილის ეს განცხადება ინტერვიუში. თუმცა, მოგვიანებით იმავე დღეს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ამ საკითხზე წერილობითი განცხადება გამოაქვეყნა.  

„გვსურს განვმარტოთ, რომ ინტერვიუს ეს ნაწილი არასრულია და ზუსტად არ გადმოსცემს იმას, რაზეც პრეზიდენტმა ჟურნალისტთან ისაუბრა“, – ნათქვამია განცხადებაში. „მიხეილ სააკაშვილისთვის მნიშვნელოვანია არა ის, თუ სად იქნება იგი 2013 წლის შემდეგ, არამედ ის, თუ როგორი იქნება ჩვენი ქვეყანა ორი წლის შემდეგ და როგორ  გაგრძელდება ის რეფორმები, რომლებსაც საქართველოს  ხელისუფლება  ახორცილებს. პრეზიდენტი ორიენტირებულია საქართველოს განვითარებასა და იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც ბოლო წლებში დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტი თავისი მომავალი - პირადი კარიერის თემაზე კომენტარს არ აკეთებს, ამიტომაც, გვსურს განვმარტოთ, რომ ნებისმიერი სახის საუბარი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, არის ჩვეულებრივი სპეკულაცია“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
38