Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია 'დროებით გადაიდო'
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 ნოე.'11 / 15:47

ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია, რომელიც 25 ნოემბერს იგეგმებოდა, „დროებით გადაიდო“ ღონისძიების ჩატარების ადგილთან დაკავშირებით „ხელოვნურად შექმნილი წინააღმდეგობების გამო“, იტყობინება ივანიშვილის პრესსამდივნო 21 ნოემბერს.

ინფორმაცია საზოგადოებრივი მოძრაობის „ქართული ოცნება“ დაფუძნების გეგმებზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს, პირველად 3 ნოემბერს გავრცელდა და მაშინ საუბარი იყო, რომ ეს ღონისძიება ფილარმონიაში უნდა გამართულიყო.

თუმცა 21 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში პრესსამდივნო აღნიშნავს, რომ 25 ნოემბრისთვის ფილარმონიის ნაწილი, ე.წ. ივენთ-ჰოლი დაკავებულია და „ისედაც შეზღუდული სივრცის“ დარბაზში  „პრეზენტაციის გამართვა შეუძლებელი გახდებოდა და საზოგადოების უკმაყოფილებას გამოიწვევდა“. 24–27 ნოემბერს ივენთ–ჰოლში თბილისის მოდის კვირეული გაიმართება. 

პრესსამდივნოს ინფორმაციით, ღონისძიების პოტენციურ ადგილებად სპორტის სასახლე და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი შეირჩა, რომელთა ადმინისტრაციებთან 3 ნოემბრიდან მოყოლებული ივანიშვილის წარმომადგენლები აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის პერიოდში ნებისმიერ დღეს ფართის დაქირავების მიზნით, რათა „ყველა მსურველს ჰქონოდა „ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე დასწრების საშუალება“.

პრესსამდივნოს ცნობით, სპორტის სასახლის ხელმძღვანელობამ  უკვე დაგეგმილი ღონისძიებების მოტივით ფართის დათმობაზე სიტყვიერი უარი განაცხადა, რის შემდეგაც მათ ოფიციალური წერილი გაეგზავნათ, რაზეც პასუხი ამ დრომდე არ გაუციათ.

პრესსამდივნოს განცხადებით, პრეზენტაციის ახალი თარიღი, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

ფილარმონია 2000 მაყურებელს იტევს, სპორტის სასახლე – 11 ათასს, ხოლო  მიხეილ მესხის სახელობის ე.წ ლოკომოტივის სტადიონი 24 680 მაყურებელზეა გათვლილი.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
28