Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილმა აშშ–ში და ევროპაში ლობირებისთვის BGR Group-ი დაიქირავა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 დეკ.'11 / 14:04

მილიარდერმა ქველმოქმედმა ბიძინა ივანიშვილმა ვაშინგტონში განთავსებული ლობისტური ფირმა BGR Government Affairs LLC–ი დაიქირავა, რომელიც BGR Group–ის შვილობილი ფირმაა, რომელიც ევროპაშიც ახორციელებს საქმიანობას.

იგივე კომპანია დაიქირავა ზაფხულში ირაკლი ალასანიას პარტიამ, ჩვენი საქართველო – თავისუფალმა დემოკრატებმა. 

„თავისუფალი დემოკრატების“ მსგავსად, BGR Government Affairs-სთან ივანიშვილს პირდაპირ არ დაუდია კონტრაქტი; შეთანხმება BGR Gabara–ს მეშვეობით გაფორმდა. ეს უკანასკნელი ასევე BGR Group–ში შემავალი ფირმაა, რომელიც ჯგუფის ევროპულ ფილიალს წარმოადგენს; მისი ოფისი ლონდონშია განთავსებული და მის მომსახურეობაში შედის მთავრობებთან ურთიერთობების დამყარება, ძირითადად ლონდონსა და ბრიუსელში, ასევე მედიასთან ურთიერთობა მთელი ევროპის მასშტაბით.

BGR Government Affairs-ის მიერ აშშ–ის იუსტიციის დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, გაწეული მომსახურეობისთვის ფირმა ყოველთვიურად 25 000 აშშ დოლარს მიიღებს.

კონტრაქტის, რომელიც ძალაში 2011 წლის 21 ნოემბრიდან შევიდა, განახლება, მხარეებს შორის შეტყობინების საფუძველზე ყოველთვიურად მოხდება.

ალასანიას პარტიის მსგავსად, ივანიშვილის შემთხვევაშიც BGR Government Affairs-ი კლიენტს შემდეგი სახის მომსახურეობას უწევს: „კონტაქტების დამყარებას აშშ–ის მთავრობის წარმომადგენლებთან, მედია საშუალებებთან და სხვა პირებთან შეერთებული შტატების ფარგლებში... 2012 წლის სამართლიანი, ღია და პატიოსანი არჩევნების მეშვეობით უფრო ძლიერი ქართული დემოკრატიის ხელშეწყობის მიზნით“. 

იმავდროულად, საქართველოს მთავრობას ეროვნული უშიშროების საბჭოს მეშვეობით, ამჟამად სამი მოქმედი კონტრაქტი აქვს ვაშინგტონში ლობისტურ ფირმებთან, მათ შორის Podesta Group–თან; Orion Strategies–ისთან და გრეგორი მანიატისთან, კონსულტანტთან Ithaca Group-დან. ამ კონტრაქტების საერთო მოცულობა 840 000 აშშ დოლარს შეადგენს.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
7