Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მმართველი პარტია საარჩევნო კოდექსის პროექტის შეცვლის ინიციატივით გამოდის
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 დეკ.'11 / 18:20

  • დამოუკიდებელ კანდიდატებს მაჟორიტარად კენჭისყრის უფლება ექნებათ;
  • პატიმართა ხმის მიცემის უფლებაზე სრული აკრძალვის გაუქმება.

მმართველი პარტია საარჩევნო კოდექსის პროექტში ცვლილებების შეტანას გეგმავს, რათა ვენეციის კომისიის მიერ თვის დასაწყისში წარმოდგენილი რეკომენდაციებიდან რამდენიმე გაითვალისწინოს.   

პროექტში დაგეგმილ ცვლილებებს შორის არის იმ დებულების დამატება, რომელიც დამოუკიდებელ კანდიდატს მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის, თბილისის საკრებულოს და თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობის უფლებას მისცემს. ამჟამად მხოლოდ პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ კანდიდატს შეუძლია მაჟორიტარად კენჭისყრა.

ვენეციის კომისია დიდი ხანია ურჩევს საქართველოს კოდექსიდან ამ აკრძალვის ამოღებას. ოპოზიციური პარტიები ყოველთვის თავს იკავებდნენ ამგვარ ცვლილებაზე, რადგანაც მათ მიაჩნიათ, რომ ეს მეტ შესაძლებლობას მისცემს მმართველ პარტიას მანევრირებისთვის ერთმანდატიან ოლქებში მაჟორიტარული არჩევნების დროს. ადრე დამოუკიდებელ კანდიდატებს ჰქონდათ უფლება კენჭი ეყარათ ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში და პარლამენტში ბევრი ასეთი კანდიდატი, როგორც წესი, პრო–სახელისუფლებო დეპუტატად მიიჩნეოდა. დამოუკიდებელ კანდიდატებს მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობა 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ოპოზიციის მოთხოვნის შედეგად აეკრძალათ.

მმართველი პარტიის წინადადების თანახმად, ხუთკაციან საინიციატივო ჯგუფს ექნება უფლება მაჟორიტარად დამოუკიდებელი კანდიდატი წარადგინოს.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე მმართველი პარტია ასევე გამოდის ინიციატივით მოიხსნას პატიმართა ხმის მიცემის უფლებაზე აბსოლუტური აკრძალვა. წინადადების თანახმად, იმ პატიმრებს, რომელთაც 5 წელზე მეტი არ აქვთ მისჯილი, უფლება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, რეფერენდუმში და პლებისციტში.

მმართველი პარტიის ინიციატივა ასევე ითვალისწინებს ვენეციის კომისიის რამდენიმე სხვა რეკომენდაციას, თუმცა ისეთი საკითხები, როგორიცაა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება და უთანაბრობა ოლქებს შორის კვლავ ყურადღების მიღმა რჩება.

მმართველი პარტიის დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა, რომელმაც 8 დეკემბერს ინიციატივა წარმოადგინა, განაცხადა, რომ პროექტში შემოთავაზებული ცვლილებები საბოლოო არ არის და განხილვები გაგრძელდება სხვა საკითხებზე, მათ შორის იმ დებულებებზე, რომლებიც ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას არეგულირებს.

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეკომენდაციების საფუძველზე, მმართველი პარტია დათანხმდა საარჩევნო უბნებზე (კენჭისყრის კაბინის გარდა) ფოტო/ვიდეო გადაღებას იმ პირების მიერ, რომელთაც უფლება აქვთ საარჩევნო უბნებზე იმყოფებოდნენ.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
89