Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილი: სააკაშვილი ‘აგონიაშია’
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 დეკ.'11 / 16:48


ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებს ესაუბრება საქართველოში საფრანგეთის საელჩოს წინ, 29 დეკემბერს. ფოტო: ინტერპრესნიუსი

ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიცაა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ახალ რეგულაციებისთვის  უკუქცევითი ძალის მინიჭება, იმის მაჩვენებელია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი მთავრობა „აგონიაშია“, განაცხადა ოპოზიციურმა პოლიტიკოსმა ბიძინა ივანიშვილმა 29 დეკემბერს. 

„ვგულისხმობ იმას, რომ ის აგნოია და ის აპათეა, რომელშიც იმყოფება დღეს პრეზიდენტი, ჩვენი ხელისუფალი, ეს გადაწყვეტილებები მხოლოდ ამის სამტკიცია, რაც მიიღეს დღეს, რომ შექმნეს პრეცედენტი მსოფლიოში, რომ კანონს მისცეს უკუქმედების საშუალება. აი ამის მსგავსი ქმედებებით ვერ შეაჩერებს სააკაშვილი იმ პროცესს, რისთვისაც მოწოდებულია საქართველოს მოსახლეობა – თავისუფლებისთვის“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს თბილისში საფრანგეთის საელჩოში მისვლის შემდეგ.

„ის, რომ ხელისუფლებას დღეს სურს, რომ მთელი საქართველო ციხეში ამყოფოს და შიშისა და სიცრუის მეშვეობით შეინარჩუნოს ხელისუფლება. არ მოხდება“, – განაცხადა მან.

„როგორც გაზაფხულის მოსვლას ვერ შეაჩერებს პრეზიდენტი, ასევ ვერ შეაჩერებს ხალხის თავისუფლებისკენ სწრაფვას“, – განაცხადა ივანიშვილმა, „მოხდება მოსახდენი დროულად და კანონიერად“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
34