Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ევროკავშირის ელჩი საარჩევნო კანონმდებლობაზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 დეკ.'11 / 12:55

საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი მიესალმა იმ ფაქტს, რომ ახალ საარჩევნო კოდექსში და პარტიების დაფინანსების ახალ რეგულაციებში ვენეციის კომისიის რამდენიმე რეკომენდაცია აისახა, თუმცა ასევე განაცხადა, რომ ზოგიერთმა დებულებამ შესაძლოა კამათი გამოიწვიოს და არჩევნების სამართლიანობა ეჭვქვეშ დააყენოს.

„ვფიქრობ, რომ კარგი ამბავი ის არის, რომ ახალ საარჩევნო კოდექსსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში ცვლილებებში ასახული იქნა ვენეციის კომისიის რამდენიმე რეკომენდაცია, რომლებიც ეხება ხმის მიცემისა და არჩევნებში მონაწილეობის უფლებას, ქალთა ჩართულობის გაზრდისა და საარჩევნო დღესთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს,“ - განაცხადა ელჩმა დიმიტროვმა 30 დეკემბერს Civil.ge-სთვის გაკეთებულ მოკლე კომენტარში. 

„თუმცა, ამავე დროს, ჯერ კიდევ რჩება გარკვეული დებულებები, რომელთა იმპლემენტაციისას შეიძლება წარმოიქმნას კამათი და შესაბამისად, შეიქმნას საფუძველი არჩევნების სამართლიანობის ეჭვის ქვეშ დაყენებაზე და ეს არ არის ის, რაც საქართველოს სჭირდება“, – განაცხადა მან.

„აქედან გამომდინარე, მჯერა, რომ მთავრობა შეეცდება შეინარჩუნოს დიალოგი ყველა მოთამაშესთან, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასთან. საბოლოო ჯამში, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების უფლებაა იყვნენ კრიტიკულნი, მაგრამ მთავრობა ვალდებულია გააკეთოს მაქსიმუმი, რათა დაარწმუნოს ხალხი, რომ საარჩევნო პროცესი არის სამართლიანი და შესაბამისად ინსტიტუტები არიან ლეგიტიმურნი“, – დასძინა ევროკავშირის ელჩმა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
32