Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
Elbit Systems–ის თქმით, საქართველოსთან უთანხმოება მოგვარებულია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 იან.'12 / 13:25

თავდაცვითი სისტემების მწარმოებელი ისრაელის კომპანიამ Elbit Systems Ltd. –მა, რომლისგანაც საქართველომ რამდენიმე წლის წინ უპილოტო მზვერავი საფრენი აპარატები შეიძინა, განაცხადა, რომ საქართველოსთან არსებულ დავის მოგვარებაზე გარიგებას მიაღწია.

აპრილში, Elbit Systems Ltd.-მა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა გაერთიანებული სამეფოს მართლმსაჯულების უზენაეს სასამართლოში, რადგან, 2007 წელს გაფორმებული რამდენიმე კონტრაქტის საფუძველზე, დაახლოებით, 100 მილიონ დოლარი ვერ მიიღო ქართული მხარისაგან.  

“გარიგების თანახმად, საქართველო კომპანიას გადაუხდის, დაახლოებით, 35 მლნ აშშ დოლარს და ასევე დაუბრუნებს მას გარკვეულ აღჭურვილობას და სისტემებს, რომელიც კომპანიამ ადრე მიაწოდა საქართველოს, თავდაპირველი პრეტენზიების მოხსნის სანაცვლოდ“, – განაცხადა  Elbit Systems–მა თავის ვებ–გვერდზე 29 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანია ასევე აცხადებს, რომ ეს საკითხი მოგვარდა მისთვის ფინანსური ზიანის მიყენების გარეშე. 

როგორც ცნობილია, საქართველომ კომპანიისგან Hermes 450 ტიპის უპილოტო მზვერავი საფრენი აპარატები შეისყიდა. როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2008 წლის აპრილში განაცხადა, საქართველოს ამ სახის, დაახლოებით, 40 საფრენი აპარატი ქონდა. მათგან სულ ცოტა სამი (თუმცა აფხაზური მხარის მტკიცებით სულ შვიდი) აფხაზეთის თავზე გაანადგურეს 2008 წლის მარტსა და მაისს შორის პერიოდში.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
14