Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ალასანია: ობამა–სააკაშვილის დაგეგმილი მოლაპარაკებები ‘მნიშვნელოვანია’
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 იან.'12 / 11:56

ირაკლი ალასანიამ, ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა და მილიარდერი ოპოზიციონერის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურმა პარტნიორმა, განაცხადა, რომ მისი მოლოდინია, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს 30 იანვარს თეთრ სახლში დაგეგმილ შეხვედრაზე პრეზიდენტი ობამა ეტყვის, რომ მან უნდა „მიბაძოს [ჯორჯ] ვაშინგტონს... და არ უნდა მიბაძოს პუტინს“, რომელიც ხელისუფლებაში პრემიერ–მინისტრის რანგში დარჩა.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა“, – განაცხადა ალასანიამ ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემაში „სუბიექტური აზრი“ ორშაბათს საღამოს და დასძინა, რომ თეთრი სახლის განცხადებამ ობამა–სააკაშვილის დაგეგმილი შეხვედრის თაობაზე, ნათლად წარმოაჩინა, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები შეხვედრაზე განსახილველად დაგეგმილ საკითხთა შორის ერთ–ერთი მთავარი იქნება.

„საერთაშორისო თანამეგობრობა, ამერიკელების ჩათვლით, ძალიან ნათლად ეუბნება სააკაშვილს: ‘ჩვენ გვერდში ვუდგავართ ქართული დემოკრატიის მშენებლობას – არა სააკაშვილს, არა ალასანიას ან ივანიშვილს, არამედ ქართული ინსტიტუტების მშენებლობას’. ამ კუთხით შემდეგ არჩევნებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა საქართველოსთვის და ის ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც პროცესს პოლარიზაციისკენ ან ქუჩისკენ წაიყვანს, თუკი სააკაშვილი გახდა ამის მიზეზი, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდანაც შესაბამისი ნაბიჯები იქნება გადადგმული“, – განაცხადა ალასანიამ.

მან განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის საკმაოდ მაღალ სტანდარტებს უყენებს და არსებობს იმის ნიშნები, რომ ეს არჩევნები „უფრო სამართლიანი იქნება და უფრო კონკურენტულ გარემოში ჩატარდება“.

თუმცა, ალასანიამ ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლება ამომრჩეველთა დაშინებას „ბინძური მეთოდებით“ ცდილობს, განსაკუთრებით კი რეგიონებში; მისი თქმით, ცოტა ხნის წინ მისი პარტიის აქტივისტი დააპატიმრეს გამოგონილი ბრალდებით, კერძოდ კი, მას იარაღის უკანონო შენახვაში დასდეს ბრალი.  

„თავისუფალი დემოკრატების“ ლანჩხუთის აქტივისტი 14 იანვარს დააკავეს და იმავე დღეს გირაოთი გაათავისუფლეს. საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილას სკოლის ოთხმა მასწავლებელმა განაცხადა 18 იანვარს, რომ ისინი ივანიშვილის მხარდაჭერისთვის სამსახურიდან დაითხოვეს, კერძოდ ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის მხარდამჭერი პეტიციის ხელმოწერის გამო. ჭორვილა ივანიშვილის მშობლიური სოფელია. ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში „კვირის რეპორტაჟმა" 22 იანვარს გადასცა სიუჟეტი იმის შესახებ, რომ სავარაუდოდ შსს–ს თანამშრომლებმა სცემეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, დაახლოებით, 12 ადგილობრივ მკვიდრს, მათ შორის 17 წლის ბიჭს, საჩხერეში გამართულ საახალწლო კონცერტზე ივანიშვილის მხარდამჭერი შეძახილების გამო.    

ალასანიას თქმით, უწყებათაშორისი ეფექტური კომისიის შექმნა, რომელიც საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს, მნიშვნელოვანი იქნება იმისათვის, რომ მოხდეს რეაგირება და აღიკვეთოს ამომრჩეველთა და ოპოზიციური აქტივისტების დაშინება. ახალი საარჩევნო კოდექსი, რომელიც ძალაში იანვარში შევიდა, ამგვარი კომისიის  ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მიერ შექმნას ითვალისწინებს. საარჩევნო კოდექსის თანახმად, კომისიამ 2012 წლის 1 ივლისიდან უნდა დაიწყოს ფუნქციონირება.

ალასანიამ ასევე განაცხადა, რომ პოლიტიკაში წასვლის შესახებ ივანიშვილის განცხადების პირველი დღიდანვე ხელისუფლება ოპოზიციის ქუჩაში გაყვანას ცდილობს. „ჩვენი ამოცანა არის, რომ მივიდეთ არჩევნებამდე და არ მივცეთ საშუალება სააკაშვილს რელსებიდან გადაიყვანოს ჩვენი ძალისხმევა“, –აღნიშნა მან. 
 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
31