Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილი ‘მხარდამჭერებს პოლიტიკური რეპრესიებისაგან დაცვას’ პირდება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 იან.'12 / 18:27

მილიარდერმა ოპოზიციონერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ შესაძლებელი გახდება „ყველა ჩვენი მხარდამჭერის და თითოეული დაჩაგრული ადამიანის გაცილებით ეფექტიანი და ქმედითი დაცვა პოლიტიკური რეპრესიებისაგან“ მას შემდეგ, რაც დასრულდება პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზაციული და სტრუქტურული ჩამოყალიბების პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით.

„მანამდე კი, თხოვნით მივმართავთ ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია მშვიდობიანად, არჩევნების გზით წარმატების მიღწევა: გამოიჩინონ სიმშვიდე, მაქსიმალურად შეიკავონ თავი და არ აჰყვნენ შესაძლო პროვოკაციებს“, – ნათქვამია ივანიშვილის პრესსამდივნოს მიერ 24 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში.

ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში „კვირის რეპორტაჟმა" 22 იანვარს გადასცა სიუჟეტი იმის შესახებ, რომ სავარაუდოდ შსს–ს თანამშრომლებმა სცემეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, დაახლოებით, 12 ადგილობრივ მკვიდრს, მათ შორის 17 წლის ბიჭს, საჩხერეში 13 იანვრის ღამეს ძველით ახალი წლის აღსანიშნავად გამართულ კონცერტზე ივანიშვილის მხარდამჭერი შეძახილების გამო.   

ივანიშვილმა „აღშფოთება“ გამოხატა ინციდენტის გამო და მოუწოდა სამართალდამცავ სტრუქტურებს „პატივი სცენ საკუთარ პროფესიულ მოვალეობას, ხელი აიღონ უკანონო ბრძანებების შესრულებაზე“. 

„ძალიან მალე დადგება დრო, როდესაც ყველა პასუხს აგებს არა რომელიმე პოლიტიკური ძალის, არამედ კანონის წინაშე, არა რომელიმე პოლიტიკურ ლიდერთან, არამედ თავისუფალ სასამართლოში. ნუ აჰყვებით საგანგებოდ გავრცელებულ ჭორებს, თითქოს ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში თქვენ პოლიტიკური რეპრესიების ქვეშ მოჰყვებით. პირიქით, ჩვენ ხელისუფლების არჩევნებით შეცვლას იმიტომაც ვაპირებთ, რომ სამართალდაცვის სტრუქტურები გათავისუფლდნენ პოლიტიკური წნეხისგან და არ მოუწიოთ პოლიტიკურად მოტივირებული უკანონო ბრძანებების შესრულება“, – ნათქვამია განცხადებაში. 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
31