Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი აშშ–ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალი რანგის დელეგაციას შეხვდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 მარ.'12 / 13:04

პრეზიდენტი სააკაშვილი 12 მარტს თბილისში აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალი რანგის დელეგაციას შეხვდა, ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის საკითხებში აშშ–ის თავდაცვის მდივნის მოადგილის ენდრიუ ვებერის ხელმძღვანელობით.

შეხვედრაზე, რომელშიც ასევე მონაწილეობდა ამერიკის ვოლტერ რიდის საჯარისო კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, საქართველოს–აშშ–ის ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით კონკრეტული მიმართულებები და დარგები განიხილეს.

„მხარეებმა საქართველოსთვის და, ზოგადად, რეგიონისთვის ქართულ-ამერიკული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს“, – იტყობინება პრეზიდენტის პრესსამსახური.

ამავე ცნობით, ლაბორატორიაში, რომელიც ენდრიუ ვებერის მონაწილეობით აშშ–ის მთავრობის 100–მილიონიანი დაფინანსებით შარშან მარტში გაიხსნა, პირველი კვლევები უახლოეს მომავალში დაიწყება და იქ ამერიკელი სამხედრო მკვლევარები იმუშავებენ.

“როგორც საუბრისას ამერიკულმა მხარემ აღნიშნა, ეს ლაბორატორია არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი, რომელიც მნიშვნელოვან შედეგს მოიტანს ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის, ბიოლოგიური კვლევისა და სურსათის უვნებლობის მხრივ“, – იტყობინება პრეზიდენტის პრესსამსახური.

ბიოლოგიურ კვლევითი ობიექტი კახეთის გზატკეცილზე მთლიანობაში 8 000 კვადრატულ მეტრზე მდებარეობს, საიდანაც 2 500 კვადრატული მეტრი უშუალოდ ლაბორატორიებს უკავია. ამერიკულ–ქართული ლაბორატორია აქტიურად ითანამშრომლებს ტაილანდში ბანგკოკისა და კენიაში ნაირობის ანალოგიურ ლაბორატორიებთან. საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაუმჯობესების ფუნქციას კავკასიის რეგიონში თბილისში არსებული ეს ლაბორატორია იკისრებს. 

პრეზიდენტის სასახლეში 12 მარტს გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ამ ლაბორატორიის ხელმძღვანელი ანა ჟვანია და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10