Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ბაჩო ახალაია ალასანიას ბრალდებას „ბოდვას“ უწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 მარ.'12 / 19:06

თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ ხელისუფლების მიმართ ბრალდებებს შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნის თაობაზე, „ბოდვა“ და „სისულელე“ უწოდა.

ჩვენი საქართველო–თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა და კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ირაკლი ალასანიამ 20 მარტს კიდევ ერთი განცხადება გააკეთა საარჩევნო მიზნებით სამეგრელოში უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნის თაობაზე, რაშიც მან ბაჩო ახალაია და მისი ოჯახი დაადანაშაულა. მან ასევე განაცხადა, რომ ეს დაჯგუფებები პრეზიდენტის დავალებით იქმნება და ამის შესახებ გააჩნია კონკრეტული მასალები –  „სრული ინფორმაცია მათი დისლოკაციის, შემადგენლობის, შეიარაღების და დაფინანსების შესახებ“, რომელსაც განსაჯაროების გარეშე აწვდის უშიშროების საბჭოს რეაგირების მოსახდენად. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ამ დაჯგუფების წევრები ოფიციალურ სტრუქტურებში არ არიან რეგისტრირებული და შესაბამისად არ წარმოადგენენ სარეზერვო ძალებს.

ახალაიამ ამ ბრალდებების კომენტირებისას „ნებაყოფლობითი“ სარეზერვო ძალების ფორმირებაზე გააკეთა აქცენტი, რომლის ფორმირებაც „უკვე რამოდენიმე თვეა“ რაც მიმდინარეობს. თავდაცვის სამინისტრომ პირველი განცხადება ნებაყოფლობითი რეზერვის გავლის მსურველთათვის ოქტომბრის ბოლოს გააკეთა

მინისტრის თქმით, ადამიანები „თვითონ გამოთქვავენ სურვილს იყვნენ სარეზერვო სამსახურში გამომდინარე თავიანთი პატრიოტული სულისკვეთებიდან“ და ისინი ანაზღაურებას არ იღებენ.  

“ჩვენ შეგნებულად კონკრეტული რეგიონებიდან იმიტომ დავიწყეთ, რომ ეს არის ადმინისტრაციული საზღვრები, კონფლიქტისპირა რეგიონები და როგორც ჩვენი ინტერესები, ისე მოსახლეობის ინტერესები ამ რეგიონებში უფრო მეტია, ვიდრე სხვაგან“, – განუცხადა მან 20 მარტს ჟურნალისტებს.

“ვისაც მოესურვება რაიმე სხვა სისულელეები ამ ყველაფერში ნახოს, მე ეხლა ამ სისულელების ბოდვას ვერავის ვერ დავუშლი. იბოდიალოს რამდენიც უნდა“, – დასძინა მან.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
17