Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
კოალიცია „ქართული ოცნება“ NDI-ის პარტიულ რეიტინგებზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 მარ.'12 / 19:08

ოპოზიციურმა კოალიციამ „ქართული ოცნება“ აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით პარტიების რეიტინგებთან დაკავშირებით ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას ეხმაურება და აცხადებს, რომ გამოქვეყნების მეთოდოლოგიამ, კვლევის მიმართ საზოგადოებას ნდობა დააკარგვინა.

„პირველ რიგში, გვინდა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება აშშ-ს მთავრობის მიერ ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოსთვის აღმოჩენილი დახმარების, მათ შორის USAID-ს ეგიდით განხორციელებული მრავალრიცხოვანი პროგრამების გამო. ჩვენთვის, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის, მნიშვნელოვანია ის საქმიანობა, რომელსაც წლების განმავლობაში ეწევიან NDI-ის და IRI-ის ადგილობრივი ოფისები“, – ნათქვამია 27 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

ბიძინა ივანიშვილის კოალიცია აცხადებს, რომ ამ ორგანიზაციების მიერ წლების განმავლობაში განხორციელებული კვლევების ის ნაწილი, რომელიც პარტიათა რეიტინგებს ეხება, „არა თუ ვერ ასრულებს თავის დანიშნულებას, არამედ კონტრპროდუქტიული გახდა კონკურენტული პოლიტიკური გარემოს ჩამოყალიბებისა და მოქალაქეების მიერ ინფორმირებული პოლიტიკური არჩევანის გაკეთებისთვის“. 

„აღნიშნული კვლევების ჩატარებისა და შედეგების გამოქვეყნების მეთოდოლოგიამ და ფორმატმა და, მეორე მხრივ, მმართველი პარტიის მიერ ნაციონალური ტელევიზიების გამოყენებით ამ შედეგებით მანიპულირებამ, საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს კვლევებისადმი ნდობა დააკარგვინა“, – აცხადებს კოალიცია.

NDI-ის თბილისის ოფისის პოლიტიკაა, რომ მისი დაკვეთით განხორციელებული კვლევის მხოლოდ ის ნაწილი გახადოს საჯარო, რომელიც საზოგადოების ზოგად განწყობებს ასახავს, თუმცა ის ნაწილი, რომელიც პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს ეხება, NDI-ის მიერ არასდროს ხდება საჯარო და მას მხოლოდ უშუალოდ პოლიტიკურ პარტიებს აწვდის. როგორც წესი, შემდეგ ამ მონაცემებს ზოგიერთი პარტია მედია საშუალებებს აწვდის. NDI-ის თბილისის ოფისის ასევე ჩვეული პოლიტიკაა, რომ უარყოს პრესაში გავრცელებული ის ინფორმაცია, რომელშიც კვლევის შედეგები დამახინჯებულად არის გადმოცემული. ბოლო კვლევასთან დაკავშირებით, NDI-ის არაერთი ამგვარი უარმყოფელი განცხადების გამოქვეყნება მოუწია.

„NDI-ს უკანასკნელმა კვლევებმა ეს პრობლემები კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა და მისი ანალიზი და კომენტირება ყოველგვარ აზრს მოკლებულია, ხოლო კვლევებთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩვენს კოალიციაში გაერთიანებული პოლიტიკური ძალები უახლოეს პერიოდში წერილობით მივმართავთ აშშ-ს მთავრობას და შესაბამის ორგანიზაციებს, სადაც ავსახავთ ჩვენს წინადადებებს საპარლამენტო არჩევნებამდე ამ პრობლემების მოგვარების თაობაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2020, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
17