Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ბაქრაძე: არჩევნებში მონაწილეობა დამოკიდებულია მთლიანად ივანიშვილზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 მაი.'12 / 18:18

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ „მთლიანად“ ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერზე, ბიძინა ივანიშვილზეა დამოკიდებული მიიღებს თუ არა ის არჩევნებში მონაწილეობას მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით ყველა პრობლემა მოხსნა.

22 მაისს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, რომელიც ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობის მიღების გარეშე არჩევნებში მონაწილეობის და მაღალი თანამდებობების დაკავების საშუალებას აძლევს, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ღია წერილით მოუწოდა პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ ვეტო დაადოს ამ „უგუნურ“ ინიციატივას, რადგან ის მაინც არ ისარგებლებს ამ გზით მიცემული უფლებებით, არ მიიღებს მონაწილეობას არჩევებში და სანაცვლოდ, კვლავ საქართველოს მოქალაქეობის მიღებას ეცდება ორმაგი მოქალაქეობის პროცედურის გზით.

ბაქრაძის თქმით, მისთვის ივანიშვილის ეს „არაკორექტული“ განცხადება „მოულოდნელი“ იყო. 

„ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში ვისმენდით მისი და მისი გუნდის წევრების განცხადებებს, რომ აპირებენ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, სიის პირველ ნომრობას, შემდეგ კარიერის გაგრძელებას და პრემიერ–მინისტრობას და ამ ყველაფერს ხელს უშლის მოქალაქეობის არ ქონა. ჩვენ გუშინ მივიღეთ ცვლილებები, რომლითაც ეს პრობლემა მთლიანად მოიხსნა, რომლითაც აღარანაირი შეზღუდვა აღარ არსებობს“, – განუცხადა ბაქრაძემ ჟურნალისტებს 23 მაისს.

„ამიტომ სიმართლე გითხრათ, გუშინ ჩემთვის ცოტა მოულოდნელი იყო განცხადება, რომლის მიხედვითაც საწყისი მათი პოზიცია არის 180 გრადუსით შეცვლილი და დღეს არის საუბარი იმაზე, რომ ბატონი ბიძინა აღარ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას და სიის პირველ ნომრობას“, – აღნიშნა ბაქრაძემ.

„მე მინდა მკაფიოდ განვაცხადო: არანაირი შეზღუდვა არ არსებობს,“– განაგრძო მან, „თუ მას სურს არჩევნებში მონაწილეობა, მას აქვს ამის სრული უფლება; თუ მას სურს პრემიერ–მინისტრობა, მას აქვს სრული უფლება. არანაირი შეზღუდვა მის პოლიტიკურ აქტივობაზე არ არსებობს და ამიტომ მისი სურვილი იყაროს ან არ იყაროს კენჭი, მიიღოს ან არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში არის დამოკიდებული მთლიანად მასზე და ხელისუფლებისკენ ხელის გამოშვერა ამ შემთხვევაში, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ყველანაირი პრობლემა მოვხსენით, ვფიქრობ, არის უბრალოდ არაკორექტული და არასწორი“.

საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა გუშინ დაამტკიცა, ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას პრეზიდენტი მოაწერს ხელს და გამოქვეყნდება. ჯერ–ჯერობით "საკანონმდებლო მაცნეში" ეს ცვლილებები არ გამოქვეყნებულა. 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
41