Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
„ეს შენ გეხება" კლინტონს თხოვნით მიმართავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 ივნ.'12 / 17:25

დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა და უფლებადამცველმა ჯგუფებმა, რომლებმაც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით თებერვლიდან კამპანია „ეს შენ გეხება“ წამოიწყეს, მოუწოდეს აშშ–ის სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით შემდგომი საკანონმდებლო ცვლილებების საკითხი ბათუმში 5 ივნისს საქართველოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე დააყენოს. 

თვის დასაწყისში კამპანია „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლებმა პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებათა კომპლექსური წინადადებებით მიმართეს, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე შეზღუდვების დაწესებასთან, საარჩევნო ადმინისტრაციების გამჭირვალობის უზრუნველყოფასთან, საარჩევნო პერიოდში სუბიექტებისთვის მედია–თანაბრობის  უზრუნველყოფასა და მაუწყებლობის ტრანზიტის საკითხებთან დაკავშირებით.

საქართველოში აშშ–ის სახელმწიფო მდივნის დაგეგმილ ვიზიტამდე, კამპანიაში ჩართულმა ორგანიზაციებმა 1 ივნისს ჰილარი კლინტონის სახელზე მიმართვა გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება „აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტთან სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებისათვის“ და საკანონმდებლო ცვლილებების შემოთავაზებული პაკეტი, მიღების შემთხვევაში, „მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას“.

მიმართვაში ჯგუფი ყურადღებას ამახვილეს წინადადების იმ ნაწილზე, რომელიც მედიის საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში must-carry-ს და must-offer-ის პრინციპების დანერგვას ეხება, რომელიც საკაბელო ქსელებს ავალდებულებს, რომ საქართველოში ლიცენზირებული მაუწყებლების სავალდებულო ტრანზიტი განახორცილონ, ხოლო მაუწყებლებმა ამ კომპანიებს რეტრანსლირების უფლება მისცენ. 

ეს შემოთავაზება ბაზარზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარეობს, როდესაც ზოგიერთ ტელეკომპანიას საკაბელო ქსელები მაუწყებლობის საშუალებას არ აძლევენ, ხოლო ცალკეულმა არხებმა თავად თქვეს უარი, რომ ერთ–ერთი საკაბელო ქსელით გასულიყვნენ ეთერში.

ამჟამად, Silk TV–ს და კავკასუს TV–ს ქსელებზე ტელეკომპანია „მაესტრო“ მიუწვდომელია, რასაც ეს ტელევიზია პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებად აფასებს. ტელეკომპანია „მეცხრე არხი“, რომლის მფლობელიც ბიძინა ივანიშვილის მეუღლეა, მაყურებელთა უმეტესობისთვის მიუწვდომელია, ვინაიდან ის მხოლოდ ერთი საკაბელო ქსელის – „გლობალ TV” მეშვეობით მაუწყებლობს. ამ უკანასკნელის თანამფლობელი ბიძინა ივანიშვილის ძმაა.

თავად „გლობალ TV“–ის მეშვეობით მაუწყებლობაზე კომერციული მიზეზით უარი თქვეს ტელეკომპანიებმა „იმედმა“ და „რუსთავი 2“–მა. თუმცა „გლობალ TV“–მ განაცხადა, რომ ეს განზრახ გაკეთდა, რათა აბონენტები სხვა საკაბელო კომპანიაში გადასულიყვნენ და „გლობალ TV“–ის პოტენციური კლიენტები დაეკარგა, რაც საბოლოო ჯამში, "მეცხრე არხის" მაყურებელთა რაოდენობის შეზღუდვას ისახავდა მიზნად. 

„ქვეყანაში ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად კვლავ რჩება მოსახლეობისათვის პლურალისტური მედია გარემოს ხელმისაწვდომობა“, – ნათქვამია მიმართვაში ჰილარი კლინტონის მიმართ, სადაც ამის დასტურად აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის წლევანდელი ანგარიშია მოყვანილი, რომლის თანახმადაც: "მრავალფეროვან და თავისუფალ მედიაზე მოქალაქეებს შეზღუდულად მიუწვდებოდათ ხელი“ საქართველოში. 

„აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად პარლამენტისათვის წარდგენილ საკანონმდებლო პაკეტში, სხვა საკითხებთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინიციატივა მედიის საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში must-carry-ს და must-offer-ის პრინციპების დანერგვის თაობაზე, რომლის მიღება უზრუნევლყოფს საქართველოს მოსახლეობისათვის დამოუკიდებელი ტელევიზიების ხელმისაწვდომობას“, – ნათქვამია მიმართვაში.

„საქართველოს ხელისუფლების მიერ აღნიშნული წინადადების გაზიარება მნიშვნელოვანწილად მოხსნის კითხვებს საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას მოსახლეობის ინფორმირების თაობაზე“, – აცხადებენ მიმართვის ავტორები.

„ქვეყანაში ჩასატარებელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარების და პლურალისტური მედია გარემოს განვითარების აუცილებლობიდან გამომდინარე, მოხარული ვიქნებით, თუკი საქართველოში თქვენი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებისას გამონახავთ საშუალებას გამოხატოთ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია კლინტონისადმი მიმართვაში.

მმართველი პარტიის დეპუტატებმა უკვე გამოხატეს თავიანთი საწინააღმდეგო პოზიცია must-carry-ს და must-offer-ის პრინციპების დანერგვის თაობაზე. მათი თქმით, ამ რეგულაციის მიღება კერძო კომპანიების საქმიანობაში ჩარევის ტოლფასი იქნება.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
7