Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
11 პარტია ‘must carry’-ის დანერგვის მოწოდებებს უერთდება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 ივნ.'12 / 18:18

თერთმეტი პოლიტიკური პარტია უერთდება სამოქალაქო კამპანიის „ეს შენ გეხება“ მოწოდებებს ხელისუფლების მიმართ, რომ დაინერგოს ე.წ. must carry-ის და must offer-ის პრინციპები, რათა დღის წესრიგიდან მოიხსნას საარჩევნო პერიოდში მოსახლეობისთვის ინფორმაციაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის პრობლემა.

„ვიზიარებთ ქართული არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების მიერ პარლამენტში შეტანილ საკანონმდებლო წინადადებას ქართულ კანონმდებლობაში ე.წ. must carry-ის და must offer-ის პრინციპების დანერგვის თაობაზე. როგორც საერთაშორისო პრაქტიკა ადასტურებს, პარლამენტის მხრიდან აღნიშნული ინიციატივის გაზიარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოსახლეობისთვის სხვადასხვა ტელეარხებზე და მრავალფეროვან ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც 13 ივნისს გამოქვეყნდა.

17 კვალიფიციური სუბიექტიდან განცხადებას ხელს აწერს 11 საბიუჯეტო დაფინანსების მქონე პოლიტიკური პარტია, რომელთა შორისაა პარლამენტში წარმოდგენილი ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, ქართული დასი, ევროპელი დემოკრატები (ყოფილი ჩვენ თვითონ); კოალიცია „ქართული ოცნებიდან“:  რესპუბლიკელები, კონსერვატორები, ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები, ეროვნული ფორუმი, მრეწველები და ხალხის პარტია; ასევე ახალი მემარჯვენეები და საქართველოს გზა.

კამპანიის „ეს შენ გეხება“ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა პარლამენტს მაისის დასაწყისში წარუდგინეს საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების კომპლექსური პაკეტი, რომლის ნაწილია ე.წ. Must carry-ის და must offer-ის პრინციპები, რომლებიც, შემოღების შემთხვევაში, დაავალდებულებს საკაბელო ქსელებს, რომ საქართველოში ლიცენზირებული მაუწყებლების სავალდებულო ტრანზიტი განახორციელონ, საინფორმაციო არხების შერჩევითი ამოღების გარეშე და მეორე მხრივ, მაუწყებლები ვალდებულნი გახდებიან, რომ საკაბელო ოპერატორებს რეტრანსლირების უფლება მისცენ. ინიციატივის ავტორებმა მას შემდეგ, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით აშშ–ის სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს საქართველოში ვიზიტის წინ საგანგებო მიმართვა გაუგზავნეს, ასევე მოუწოდეს პარლამენტს ამ პრინციპების დაკანონებისკენ.

თუმცა მმართველი პარტია უარს აცხადებს ამ რეგულაციის შემოღებაზე იმ მოტივით, რომ ეს კერძო ბიზნესში ჩარევა იქნება.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
43