Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
„გლობალ TV“–ის ამერიკელი მეწილე თბილისის აეროპორტში დააკავეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 ივნ.'12 / 18:11

საკაბელო ოპერატორი კომპანია „გლობალ TV“–ის ამერიკელი თანამფლობელი ალექსანდრე რონჟესი დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აშშ–ში გამგზავრების წინ მაშინ დააკავეს, როდესაც იგი საპასპორტო შემოწმებას გადიოდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ ალექსანდრე რონჟესი მოწმის სახით იკითხება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით, რომელზეც გამოძიება ეროვნულ ბანკთან არსებული ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო.

საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რონჟესმა 2004 წელს 180 000 ლარად თბილისში შეძენილი უძრავი ქონება 2012 წლის 8 ივნისს 3 100 000 ლარად მიყიდა შპს „ლიზინგი 21“–ს და მიღებული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი გაიტანა საბანკო ანგარიშიდან, რაც „საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებით საეჭვო ოპერაციას წარმოადგენს“.

„ვინაიდან მან საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას არ მოახდინა თანხის დეკლალირება, მიზანშეწონილია ალექსანდრე რონჟესი მოწმის სახით იქნეს დაკითხული“, – ნათქვამია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დეტალების დაკონკრეტების გარეშე განაცხადეს, რომ ალექსანდრე რონჟესი დაკავებული არ იყო და ის მოწმის სახით იკითხებოდა.

ვიდრე საგამოძიებო სამსახური განცხადებას გაავრცელებდა, „გლობალ TV“–ის განვითარების და მარკეტინგის დირექტორმა ზურაბ ბაზლიძემ განაცხადა, რომ დაკავების მოტივები უცნობი იყო. 

ალექსანდრე რონჟესი ამჟამადაც აეროპორტის შენობაში იმყოფება ადვოკატების თანხლებით. 

გლობალ TV”-ის აქციების 66.8%–ის მფლობელი ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილია; აქციების 16% საქართველოს სამ მოქალაქეს შორისაა გადანაწილებული, ხოლო 17.2%–ს აშშ-ის მოქალაქე ალექსანდრე რონჟესი ფლობს.

"გლობალ TV" საკაბელო ოპერატორია, რომელიც თავისი კლიენტებისთვის ქვეყნის მასშტაბით სატელიტურ ანტენებსაც ამონტაჟებს.

126.22 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა ივანიშვილს, კონტროლის პალატის თქმით, “გლობალ TV”-ის მიერ მილიარდელი ოპოზიციონერის ფინანსების გამოყენებით „ამომრჩევლებისათვის მასობრივად და უსასყიდლოდ ათეულ ათასობით სატელიტური ანტენების დარიგების“ გამო დაეკისრა.

“გლობალ TV”-ი ერთადერთი საკაბელო კომპანიაა, რომელზეც ივანიშვილის მეუღლის კუთვნილი ტელეკომპანია „მეცხრე არხი“ გადის.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12