Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
“ბანკი ქართუს” უმაღლესი მენეჯმენტი გათავისუფლებულია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 ივლ.'12 / 18:26

ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ჯგუფის“ სახელმწიფოს მიერ დანიშნულმა ახალმა მმართველმა „ბანკი ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გენერალური დირექტორი ნოდარ ჯავახიშვილი და უმაღლესი მენეჯმენტის სხვა წევრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა.

დათხოვნილია ასევე ბანკის სამეთვალყურეო საბჭოც. ამ გადაწყვეტილებებით „ქართუ ბანკის“ 100%–იანი აქციების მმართველი ვლადიმერ უგულავა ბანკის მართვას შეუდგა.

სახელმწიფომ „ქართუ ბანკის“ მფლობელი „ქართუ ჯგუფის“ აქციების 100%-ს და „პროგრეს ბანკის“ აქციების 21.7%-ს ყადაღა დაადო მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა მრავალმილიონიანი ჯარიმის გადახდაზე უარი განაცხადა.

ნოდარ ჯავახიშვილი, „ბანკი ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ივანიშვილმა ბანკის ხელმძღვანელად ოქტომბერში მას შემდეგ დანიშნა, რაც წინა ხელმძღვანელი ხელისუფლების „აგენტობის“ მოტივით გაათავისუფლა. ჯავახიშვილი, რომელიც 90–იან წლების შუა პერიოდში საქართველოს ეროვნულ ბანკს ხელმძღვანელობდა, „ბანკ ქართუში“ მისვლამდე ეროვნული ფორუმის წევრი იყო.

აღსრულების ბიურომ „ქართუ ჯგუფის“ აქციების 100% და „პროგრეს ბანკის“ აქციების 21.7% აუქციონზე თვის დასაწყისში გაიტანა მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა უარი თქვა პარტიების შესახებ კანონის დარღვევის მოტივით ივნისში დაკისრებული 74.32 მლნ ლარის ჯარიმის გადახდაზე. ივანიშვილი აცხადებს, რომ ის აღარ არის „ბანკი ქართუს“ ბენეფიციარი მესაკუთრე მას შემდეგ, რაც კუთვნილი წილები უფროს ვაჟს, უტას გადაუფორმა.

ინტერნეტ აუქციონი, სადაც „ქართუ ჯგუფის“ საწყისი ფასი 75.94 მილიონი ლარი, ხოლო „პროგრეს ბანკის“ 21.7%–ის აქციების ფასი 1.78 მილიონი ლარი იყო, 10 ივლისს დაიხურა ისე, რომ მას მყიდველი არ გამოუჩნდა. ამის შემდეგ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ივანიშვილის  ქონება იძულებითი მართვის რეჟიმში გადაიყვანა და განაცხადა, რომ იძულებითი მართვის შედეგად ჯარიმის ოდენობა ეტაპობრივად დაიფარება. ამ დროის განმავლობაში ვლადიმერ უგულავა ისარგებლებს მესაკუთრის ყველა უფლებით, ხოლო ქონება მისი მფლობელის საკუთრებაში დარჩება.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
54