Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის აქცია რუსთავში
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 აგვ.'12 / 10:52

რუსთავში 19 აგვისტოს გამართული კამპანიის აქციის დროს ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩევლებს 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს აქტიურობისკენ და საარჩევნო უბნებზე მისვლისკენ მოუწოდა.

„არჩევნების დღე ის დღეა, როდესაც ხელისუფლება ხალხის ხელშია, ეს გადამწყვეტი დღეა და თუ ამ დღეს არ გამოვიყენებთ, მეორე დღეს უკვე ყველაფერი დაგვიანებული შეიძლება აღმოჩნდეს“,– განუცხადა მან აქციაზე შეკრებილ ათასობით მხარდამჭერს.

თავის გამოსვლაში ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ სამუშაო ადგილების დაკარგვის მუქარით საჯარო სტრუქტურებში დასაქმებული სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ხელისუფლების მიერ „არჩევნების გაყალბების“ პროცესში არიან „ჩათრეული“. მან ასევე აღნიშნა, რომ „განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ  ამ გაყალბების მთავარ მონაწილეებად და შემსრულებლებად ხელისუფლებამ მასწავლებლები გაიხადა“.

„სამსახურის დაკარგვის შიში, ამ შემთხვევაში, ნამდვილად არ გამოდგება გამართლებად“, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ არჩევნების გაყალბება არანაკლები დანაშაულია, ვიდრე ფულის გაყალბება. „ამიტომ ნურავის გაუკვირდება, თუ სამართლიან და დემოკრატიულ სახელმწიფოში კანონი არჩევნების გამყალბებელს ისევე მოექცევა, როგორც ფულის გამყალბებელს“

„ჩვენ შემუშავებული გვაქვს მექანიზმები, როგორ უნდა აღვუდგეთ წინ ამ გაყალბების მანქანას. ჩვენ ვიცით ყველა ის ადამიანი, ვინც ამ გაყალბებაში ჰყავთ ჩათრეული, ზოგი ნებით, ზოგი - იძულებით“,– განაცხადა ივანიშვილმა. „გაყალბება, ისევე როგორც ქურდობა, სისხლის სამართლის დანაშაულია და ამ დანაშაულის ჩამდენი ყველა დაისჯება. ჩვენ ვიქნებით პირველი, ვინც ამას დაამკვიდრებს ამ ქვეყანაში და ამით ერთხელ და სამუდამოდ დავამთავრებთ არჩევნების გაყალბების სამარცხვინო ტრადიაციას, რომელიც 20 წელია ვერა და ვერ დავძლიეთ“.

„ის, ვინც ხმების ქურდობას, ხმების გაყალბებას და ამით ჩვენი სამშობლოსთვის მომავლის წართმევას გაბედავს, პასუხს აგებს კანონის წინაშე. პასუხს აგებს კანონის მთელი სიმკაცრით“,– აღნიშნა მან.

თავის გამოსვლაში ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში „ქართული ოცნება“ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეცვლის დანაშაულთა შეკრებითობის არსებული ნორმას.

მან კოალიციის მომავალი აქციის ადგილად 26–27 აგვისტოს რაჭა–ლეჩხუმი გამოაცხადა, ხოლო ამის შემდგომი აქცია კახეთის ქალაქ თელავში 2 სექტემბრისთვის დათქვა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
20