Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
TAV–ს თბილისის აეროპორტის მართვა 65 მლნ აშშ დოლარის დაგეგმილი ინვესტიციების სანაცვლოდ გაუხანგრძლივდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 აგვ.'12 / 14:43

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველმა თურქულმა კომპანიამ განაცხადა, რომ ის 65 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას ჩადებს იმ ასაფრენი ზოლის რეკონსტრუქციაში, რომელიც ამჟამად არ გამოიყენება, და ამის სანაცვლოდ აეროპორტის მართვის უფლება 2037 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდება.

TAV Airports Holding–მა, რომელიც თბილისის აეროპორტის ოპერატორი კომპანიის TAV Urban Georgia–ს 76% წილის მესაკუთრეა,  შეთანხმებას მიაღწია სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან“ რეკონსტრუქცია ჩაუტაროს აეროპორტის ასაფრენ–დასაფრენი ორი ბილიკიდან იმ ერთს რომლის გამოყენებაც ამჟამად არ ხდება.

24 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში TAV Airports Holding–ი აღნიშნავს, რომ დაგეგმილი სარეკონსტრუქციო ინვესტიციების სანაცვლოდ TAV Urban Georgia–ს მართვის უფლება 10 წლით და 9 თვით, 2027 წლის თებერვლიდან 2037 წლის 8 ნოემბრამდე გაუხანგრძლივდება.

კომპანიის ცნობით, ასაფრენი ზოლის რეკონსტრუქციისთვის საჭირო ინვესტიციების მიღება 2012 წლის სექტემბრიდან არის დაგეგმილი, ხოლო პროექტის დასრულება ორ წელზე ნაკლებ პერიოდშია ნავარაუდევი.

TAV–ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტს 2005 წლის ოქტომბრიდან მართავს. 2007 წლის მაისიდან ამ კომპანიის 20–წლიანი მართვის ქვეშ არის ასევე ბათუმის აეროპორტი.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13