Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი დაკავებებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 სექ.'12 / 20:12

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რიკარდო მილიორიმ საქართველოში 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ ოპოზიციის წარმომადგენლების და სამოქალაქო აქტივისტების დაკავებებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა.

„მაშინ როდესაც საქართველოში მნიშვნელოვან საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ კვირაზე ნაკლები რჩება, მე ძალიან შეშფოთებული ვარ მედიით და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების  მიერ გავრცელებული ინფორმაციით ოპოზიციასთან დაკავშირებული აქტივისტების უამრავ დაკავებებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია 25 სექტემბერს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში.
 
ვსტუმრობდი რა ცოტა ხნის წინ თბილისს, მე კარგად მესმის ამ არჩევნების მნიშვნელობა და იმედი მაქვს, რომ კამპანიის დარჩენილ პერიოდში და მის შემდეგაც სიმშვიდე შენარჩუნდება. მოვუწოდებ ყველა მონაწილეს უზრუნველყოს, რომ ეს ასე მოხდეს“, –    განაცხადა მან.

„დაპატიმრებები და ბრალდებები, რომლის შედეგადაც პოლიტიკური აქტივისტები არჩევნების პერიოდში თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, სერიოზულად უნდა იქნას აღქმული. არჩევნები დიდი დიალოგის შესაძლებლობაა და ეს პატივისცემით უნდა მოხდეს. მოვუწოდებ ხელისუფლებას შესაბამისი თავშეკავება გამოიჩინოს განსაკუთრებით ამ მგრძნობიარე დროს; ნებისმიერი ქმედება, რომელმაც შეიძლება უთანაბრობის შთაბეჭდილება შექმნას, სერიოზული შეშფოთების საგანი გახდება“, – ნათქვამია მილიორის განცხადებაში.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
25