Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ცესკოს არჩევნების შედეგების სწრაფად გამოქვეყნებისაკენ მოუწოდებენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 ოქტ.'12 / 17:43

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებენ რაც შეიძლება სწრაფად გამოაქვეყნოს შემაჯამებელი ოქმები, რათა არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით მანიპულაციებს არ ჰქონდეს ადგილი.

კოალიცია „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ მან პროპორციული წესით სულ ცოტა 63% მიიღო და ასევე მინიმუმ 42 მაჟორიტარული ოლქი მოიგო.

კოალიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის დავით საგანელიძის განცხადებით,  ცესკო „ძალიან ნელა აქვეყნებს შედეგებს“.

„სამწუხაროდ ის მონაცემები, რომლებიც მათ [ცესკოს] აქვთ გამოქვეყნებული, ეყრდნობა იმ ოლქებს, იმ უბნებს ჯერ–ჯერობით, რომლებიც ჩვენთვის იყო ყველაზე მძიმე. ეს იყო სამცხე–ჯავახეთი და ქვემო ქართლი და შესაბამისად ის პატარა სხვაობა, რომელიც ასახულია ცესკოს მონაცემებზე სწორედ ამითაა გამოწვეული“, – განაცხადა საგანელიძემ.

„მე არა მგონია, რომ ეს იყოს შემთხვევითი“, – განაგრძო მან, „როგორც ჩანს ცესკომ გადაწყვიტა, რომ თავიდანვე მოსახლეობა შეაჩვიოს იმ აზრს, რომ „ქართულ ოცნებას“ და ნაციონალურ მოძრაობას შორის სხვაობა არ არის დიდი“.

ცესკომ პირველადი შედეგების გამოქვეყნება 2 ოქტომბერს დილის 4 საათიდან დაიწყო და დაგვიანების მიზეზად მის სერვერებზე შეტევა დაასახელა.

ცესკოს ბოლო მონაცემები 17:30 საათისთვის უბნების საერთო რაოდენობის 35.16%–ს ეყრდნობა. პირველადი წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ 53.15%–ით ლიდერობს, ხოლო ნაციონალურ მოძრაობას  – 41.6% აქვს.

დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ შემაჯამებელი ოქმების 93%–ზე დაყრდნობით პროპორციული დათვლით კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას კოალიციის მიერ მიღებული ხმების 63% და 42 მაჟორიტარულ ოლქში მისი კანდიდატების გამარჯვების საკითხი, თუმცა ორივე სისტემით ასევე არსებობს სადავო ხმები.

„თუ ჩვენთვის ყველაზე ოპტიმისტურ ვარიანტში დამთავრდა დავები“, საგანელიძის განცხადებით, ეს ნიშნავს იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ 150 წევრიან პარლამენტში ეყოლება 47 მაჟორიტარი, ხოლო პროპორციული სისტემით აიღებს ხმების 65% –ს, რაც „დაახლოებით 50 ადგილია“.

„ოპტიმისტური გათვლებით 97 ადგილი შეიძლება აიღოს „ქართულმა ოცნებამ“, პესიმისტური გათვლებით 90–91 ადგილი“, – განაცხადა მან.

იმავდროულად, ცესკოსთან არჩევნების მონაცემების ნელი ტემპებით გამოქვეყნების წინააღმდეგ აქცია გამართეს „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ასევე მოუწოდა ცესკოს მაქსიმალურად სწრაფად გამოაქვეყნოს შემაჯამებელი ოქმები, რათა თავიდან იქნას აცილებული სხვადასხვა სახის მანიპულაციები".

„პროცესი საკმაოდ ნელი ტემპით მიმდინარეობს“, – განაცხადა საიას ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
21