Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილს დევნილთა მინისტრობის კანდიდატის შეცვლას სთხოვენ ‘სიძულვილის ენის’ გამოყენების გამო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 ოქტ.'12 / 18:47

არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა მოუწოდა პრემიერ–მინისტრობის კანდიდატს ბიძინა ივანიშვილს გადახედოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრობის დასახელებულ კანდიდატურას ამ უკანასკნელის მიერ გამოყენებული „სიძულვილის ენის და რასისტული გამონათქვამების“ გამო.

ივანიშვილმა დავით დარახველიძე ლტოლვილთა და განსახლების მინისტრობის კანდიდატად 16 ოქტომბერს დაასახელა. დარახველიძე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო ამბროლაურის ერთმანდატიან ოლქში, სადაც მან ნაციონალური მოძრაობის კანდიდატთან წააგო.

მისი კანდიდატურის წარდგენის შემდეგ, ინტერნეტით ორი დამოუკიდებელი ვიდეო გავრცელდა; ორივე მათგანი არჩევნებამდეა გადაღებული, წინასაარჩევნო კამპანიის დროს; ერთ–ერთ ვიდეოში ჩანს დარახველიძე, რომელიც აგრესიულად ესაუბრება ჟურნალისტს და მას შეურაცხყოფას აყენებს; ხოლო მეორე ვიდეოზე, რომელიც საკმაოდ დაჩეხილია დამონტაჟების დროს, დარახველიძე ამბობს: „თბილისში ნებისმიერი ზანგი მოქალაქეა, ვინც შეგხვდებათ, ინდოელი და ჩინელი და სულ ყველა“; იგი ასევე ამბობს: „ქართველებისთვის უნდა იყოს საქართველო“.

17 ოქტომბერს დარახველიძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ განუცხადა, რომ "შეცდომა დავუშვი, წამცდა".  "მე შემიძლია გითხრათ, რომ არ მაქვს რაიმე ქსენოფობიური დამოკიდებულება ფერადკანიანების მიმართ", – განაცხადა მან.  

„არასამთავრობო ორგანიზაციები გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ მინისტრობის კანდიდატის მიერ ამბროლაურის რაიონში ჩატარებული საარჩევნო კამპანიის დროს გამოყენებულ იქნა სიძულვილის ენა და რასისტული გამონათქვამები, ისევე, როგორც აგრესიული ტონი მასმედიასთან ურთიერთობისას. აღნიშნული გამონათქვამები ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულებებს და ევროინტეგრაციის კურსს, რაც საქართველოს საგარეო პოლიტიკის გაცხადებული პრიორიტეტია და არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა 19 ოქტომბერს გამოაქვეყნა.

განცხადებას ხელს აწერენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; კონსტიტუციის 42-ე მუხლი; საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია; საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია; მრავალეროვანი საქართველო; მწვანე ალტერნატივა; ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო.

„არასამთავრობო ორგანიზაციები სთხოვენ პრემიერ–მინისტრობის კანდიდატს [ბიძინა ივანიშვილს], გადახედოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრობის დასახელებულ კანდიდატურას და უფრო მეტი სიფრთხილე და პრინციპულობა გამოიჩინოს სხვადასხვა თანამდებობებზე დასანიშნი საჯარო მოხელეების შერჩევისას“, – ნათქვამია განცხადებაში.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
24