Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ალასანიამ გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილედ ვახტანგ კაპანაძე წარადგინა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 ნოე.'12 / 19:04

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველ მოადგილედ, ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე წარადგინა და განაცხადა, რომ გიორგი კალანდაძე გენშტაბის უფროსის თანამდებობაზე რჩება.

ეს განცხადება გაკეთდა იმ ფონზე, როდესაც ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კაპანაძე გენშტაბის ახალ უფროსად განიხილებოდა. ამასთან, 31 ოქტომბერს ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები გაერთიანებული შტაბის მეთაურის შეცვლასთან დაკავშირებით და რამოდენიმე დღეში გაერთიანებულ შტაბს ახალი მეთაური ეყოლებოდა.

საქართველოს კონსტიტუციით, პრეზიდენტი, როგორც საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, „თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან გადააყენებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს, სხვა მხედართმთავრებს“.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავისი ეს უფლება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და ახალი მთავრობის მიერ მოვალეობების შესრულების დაწყებამდე მონაკვეთში გამოიყენა და 32 წლის ბრიგადის გენერალი გიორგი კალანდაძე გაერთიანებული შტაბის მეთაურად დანიშნა, რომელმაც ამ პოსტზე დევი ჭანკოტაძე შეცვალა.

2 ნოემბერს ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ გიორგი კალანდაძესთან შეთანხმებით წარადგინა ვახტანგ კაპანაძის „სწორი კანდიდატურა“ მისი პირველი მოადგილის თანამდებობაზე.

„მინდა დაგარწმუნოთ, რომ თავდაცვის სამინისტროს აქვს სრული პოლიტიკური, სამოქალაქო კონტროლი თავდაცვის და შეიარაღებულ ძალებზე და ასევე აბსოლუტურად ჰარმონიული ურთიერთობა გაერთიანებულ შტაბებს და თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ნაწილს“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ პრესკონფერენციაზე, სადაც მისი გვერდით იდგნენ კალანდაძე და კაპანაძე.  

„აქედან გამომდინარე, დღევანდელი საკადრო გადაწყვეტილება, ისევე როგორც მომავალი საკადრო გადაწყვეტილებები, იქნება ერთობლივად დაგეგმილი, რაც მხოლოდ და მხოლოდ ხელს შეუწყობს ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას და პროფესიონალი კადრების სამხედრო შეაირაღებულ ძალებში სამსახურის გაგრძელებას“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ მომავალი კვირიდან „საბრძოლო ძალების შემოწმებას და ინსპექტირებას“ გეგმავს.

ვახტანგ კაპანაძე 2008 წლიდან დღემდე საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. მას გენშტაბის მეთაურის თანამდებობა ეკავა 2004 წლის აგვისტოდან ექვსი თვის განმავლობაში, თუმცა მაშინდელი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მოთხოვნით პრეზიდენტმა სააკაშვილმა გაათავისუფლა და სამხედრო საკითხებში საკუთარ მრჩევლად დანიშნა. პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობა კაპანაძემ 2005 წლის ოქტომბერში დატოვა. 2007-2008 წლებში ის პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო დესპანი იყო. 1990–91 წლებში ვახტანგ კაპანაძე თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო და მას შემდეგ შეიარაღებულ ძალებში სხვადასხვა თანამდებობებზე მსახურობდა.

სამხედრო განათლება მას მიღებული აქვს ჯორჯ მარშალის სახელობის სამხედრო ბიუჯეტის დაგეგმარებისა და უსაფრთხოების კოლეჯში გერმანიაში, ასევე უკრაინის ეროვნულ სამხედრო აკადემიაში ოპერატიულ-ტაქტიკურ ფაკულტეტზე და აშშ-ის სახმელეთო ძალების ომის წარმოების კოლეჯში.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
6