Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სასამართლომ ბაჩო ახალაიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 ნოე.'12 / 17:13

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ ბაჩო ახალაიას, შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ახალაიასგან განსხვავებით, გაერთიანებული შტაბის მეთაურს გიორგი კალანდაძეს და მე–4 ბრიგადის ყოფილ მეთაურს ზურაბ შამათავას მიმართ სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ მათი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. სამხედრო მაღალჩინოსნები, რომლებიც 7 ნოემბერს გამთენიისას დააკავეს, მას შემდეგ გათავისუფლდებიან, რაც 20 ათას ლარს გადაიხდის თითოეული გირაოს სახით.

სასამართლომ გადაწყვეტილება თითქმის სამსაათიანი განხილვის შემდეგ გამოაცხადა დარბაზში, რომელიც სავსე იყო ბრალდებულთა ნათესავებით და მხარდამჭერებით, მათ შორის იყვნენ დეპუტატები ნაციონალური მოძრაობიდან, ასევე ჟურნალისტები.

წინა სასამართლო მოსმენა საქმესთან დაკავშირებით 25 დეკემბერს დაინიშნა, რასაც ორ კვირაში არსებითი სასამართლო განხილვის დაწყება მოჰყვება.

ადვოკატები სამივე ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ ან ნაციონალური მოძრაობიდან დეპუტატთა 31–წევრიანი ჯგუფის თავდებით გათავისუფლებას ითხოვდნენ. შამათავასა და კალანდაძის თავდებში დადგომის მზადყოფნა ასევე გამოთქვა „გენერალთა კლუბის“ 40-მა წარმომადგენელმა, მათ შორის კობა კობალაძემ.

ბრალდების მხარე კი სამივე მათგანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. 

ახალაიას შემთხვევაში ბრალდების მხარე აცხადებდა, რომ მისი გათავისუფლების შემთხვევაში ყოფილ თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრს შესაძლოა შეეფერხებინა გამოძიება მოწმეებზე შესაძლო გავლენის მოხდენის გზით.

ბრალდების მხარის კიდევ ერთი არგუმენტი მდგომარეობდა იმაში, რომ გათავისუფლების შემთხვევაში ახალაიას შესაძლოა დაეტოვებინა ქვეყანა. ახალაიამ, რომელმაც გავრცელებული ცნობების თანახმად, საქართველო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა, 5 ნოემბერს განაცხადა, რომ ის საქართველოში დაბრუნდა და მზადყოფნა გამოთქვა, რომ მის წინააღმდეგ მიმართულ ყველა „აბსურდული“ და „სულელური“ ბრალდებისთვის პასუხი გაეცა. მომდევნო დღეს ის პროკურატურაში დაიბარეს მოწმის სტატუსით დასაკითხად და დააკავეს.

ბაჩო ახალაიას, გიორგი კალანდაძეს და ზურაბ შამათავას ბრალი ედებათ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში საქმეზე, რომელიც ეხება ჯარისკაცების ცუდი მოპყრობის ფაქტებს 2011 წლის ოქტომბერში, როდესაც ახალაია თავდაცვის მინისტრად მსახურობდა. სისხლის სამართლის კოდექსით ამგვარი ქმედება დასჯადია თავისუფლების აღკვეთით ვადით 5–დან 8 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე. 

ახალაიას „თავისუფლების უკანონო აღკვეთის“ მუხლითაც აქვს ბრალი წაყენებული ცალკე ეპიზოდზე, რომელიც ეხება 2011 წლის სექტემბერში მის სავარაუდო მონაწილეობას დაზარალებულის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ცემასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ეს მუხლი 7–დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე ეპიზოდში ფიგურირებს გიორგი კალანდაძეც, რომლის მიმართაც გამოძიება სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭებაზე მუშაობს, ისევე როგორც, პროკურატურის განცხადებით, კიდევ ერთი ფიგურანტის, სასჯელაღასრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დავით ჭაკუას მიმართ საკმარისი ინფორმაცია არსებობს ამ საქმეზე წარმოების დასაწყებად.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
44