Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ს უხელმძღვანელებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 ნოე.'12 / 16:51

ნიკა გვარამია, რომელიც 2009 წლის ბოლომდე მთავრობის წევრი იყო, ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორი გახდა.

გვარამია დეპუტატი იყო პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობიდან 2004 წლიდან 2007 წლის მარტამდე, როდესაც ის გენერალური პროკურორის მოადგილედ დაინიშნა. ამის შემდეგ მას 2008 წელს, დაახლოებით, ცხრა თვის განმავლობაში, იუსტიციის მინისტრის პოსტი ეკავა, სანამ განათლების მინისტრი გახდებოდა. ამ თანამდებობაზე ის 2009 წლის დეკემბრამდე დარჩა.

„მე ვფიქრობ, რომ „რუსთავი 2“ დღეის მდგომარეობითაც არის ერთ–ერთი ყველაზე უფრო დაბალანსებული ტელევიზია და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს ამ ახალ ვითარებაში, ვიყოთ ძალიან მწვავეები, გავაშუქოთ ყველა ინფორმაცია. ბუნებრივია, ჩემი აქ მოსვლით თუ ვინმეს კითხვის ნიშნები დაებადა, ეს კითხვის ნიშნები ძალიან მალე გაქრება“, – განუცხადა გვარამიამ ჟურნალისტებს 15 ნოემბერს.

გვარამიამ „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორის პოსტზე გიორგი გეგეშიძე ჩაანაცვლა, რომელიც ამჟამად ტელეკომპანიის აქციების 9%–ს ფლობს.

აქციების 91%–ს პირდაპირი და ირიბად ლევან ყარამანიშვილი და გიორგი ყარამანიშვილი, არსებული ინფორმაციით პრეზიდენტ სააკაშვილთან ასოცირებული პირები ფლობენ; ორივე მათგანის პირდაპირ მფლობელობაშია „რუსთავი 2“–ის აქციების 40%, ხოლო „რუსთავი 2“–ის 51%–იანი წილის მფლობელი გახდა მათი კუთვნილი ტელეკომპანია „საქართველო“.

ტელეკომპანია „საქართველოს“ სამაუწყებლო ლიცენზია აღარ გააჩნია მას შემდეგ, რაც ის სამოქალაქო განათლების ფონდს მიყიდა. ეს უკანასკნელიყოველთვიური ჟურნალის „ტაბულა“ გამომცემელია, რომლის თანადამაარსებელიც ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას მეუღლე, თამარ ჩერგოლეიშვილია. „ტაბულა“ ტელეკომპანიის მაუწყებლობის დაწყებას სავარაუდოდ იანვარში გეგმავს იმ სამაუწყებლო ლიცენზიით, რომელიც ტელეკომპანია „საქართველოსგან“ შეიძინა.      

„რუსთავი 2“–ის სამი თანამფლობელი – გიორგი გეგეშიძე, ლევან ყარამანიშვილი და გიორგი ყარამანიშვილი ტელეკომპანია „მზის“ თანამფლობელებიც არიან.

2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ „რუსთავი 2“–მა რამდენჯერმე გამოიცვალა მფლობელი და ეს ცვლილებები ხშირად ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს უკავშირდებოდა.

„რუსთავი 2“–ის რამდენიმე ყოფილმა მფლობელმა, მათ შორის მისმა თავდაპირველმა დამფუძნებლებმა, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ განაცხადეს, რომ ისინი სასამართლოს გზით არხის მფლობელობაში დაბრუნებას შეეცდებიან. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11