Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პროკურატურამ ვანის მაჟორიტარი დეპუტატი დაკითხვაზე დაიბარა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 დეკ.'12 / 14:44

მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ვანის მაჟორიტარი დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან, პაატა ლეჟავა 13 დეკემბერს მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარა ბიზნესმენის ცემასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე.

საქმე ეხება 23 სექტემბერს  ნაციონალური მოძრაობის  ვანის პარტიული ოფისის შენობაში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც, პროკურატურის ცნობით, ბიზნესმენი მამუკა შარაშენიძე იმის გამო, რომ მან  „საჯაროდ გამოთქვა კრიტიკული და მწვავე შეფასებები ციხის ცნობილ სკანდალურ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით“, სცემეს, ჩაუმტვრიეს ნეკნი და მიაყენეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. 

„როგორც გამოძიების მასალებით ირკვევა, დასახელებული ინციდენტის დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა დეპუტატი პაატა ლეჟავაც, ხოლო დაზარალებულ მამუკა შარაშენიძის ჩვენებით კი, სწორედ ამ უკანასკნელმა მიიყვანა იგი პარტიული ოფისის შენობაში და შემდგომ ხელმძღვანელობდა მის ცემას“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურა 12 დეკემბერს ასევე იტყობინება, რომ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მის სამხარეო მთავარ სამმართველოში ვანის მაჟორიტარის დაბარება უკავშირდება ამავე სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეს პაატა ლეჟავას და  ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დავით კაკაბაძის მიმართ.

პაატა ლეჟავას, რომელიც ბოლო სამი მოწვევის პარლამენტის წევრია ნაციონალური მოძრაობიდან,  სადეპუტატო იმუნიტეტი იცავს. 

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დეპუტატის "დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით".

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
45