Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის 143 მსურველიდან მეორე ტურში 5 კანდიდატი გადავიდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 დეკ.'12 / 23:07

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ ღია კონკურსში მონაწილეობის მსურველი 143 კანდიდატიდან მეორე ტურში 5 კანდიდატი გადავიდა.

მეორე ტურში გადასული კანდიდატების ვინაობა სამეურვეო საბჭომ 20 დეკემბრის 18 საათზე განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან ცოტა ხანში გამოაქვეყნა.

კანდიდატებს შორის არიან: გიორგი ბარათაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელიც წლების წინ ასევე მუშაობდა ტელეკომპანიებში „იბერია“ და „მეცხრე არხი“; თინათინ რუხაძე შპს „ივენთ მასტერსის“ მმართველი პარტნიორი; ნათია აბრამია, ბი-ბი-სის ჟურნალისტი, რომელიც ადრე ასევე მუშაობდა „რუსთავი 2“-სა და „იბერიაში“; მეგი თავდუმაძე, რომელიც ბოლო პერიოდში გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის მენეჯერად მუშაობდა ნიუ-იორკში; ნიკოლოზ მახარაშვილი, შავი ზღვის უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის მენეჯერი.

მეორე ტურში გასული კანდიდატები გასაუბრებას გაივლიან, რის შემდეგაც სამეურვეო საბჭო ახალ დირექტორს 6 წლის ვადით აირჩევს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი ჭანტურიამ 14 დეკემბერს თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. იმავე დღეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გამოაცხადა შესარჩევი კონკურსი, რომელიც ერთი თვის ვადაში ახალი დირექტორის არჩევით უნდა დასრულდეს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
20