Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მთავარმა პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილს ბრალი წაუყენა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 დეკ.'12 / 18:59

მთავარმა პროკურატურამ 29 დეკემბერს განაცხადა, რომ იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს ბრალი ციხეში პატიმართა მიმართ დამამცირებელი მოპყრობის პროვოცირების საქმესთან დაკავშირებით წაუყენა.

ზურაბ ადეიშვილმა საქართველო 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დატოვა, შესაბამისად მას ბრალი  დაუსწრებლად წარედგინა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში (332-ე მუხლის მეორე ნაწილი და მესამე ნაწილის ბ და გ ქვეპუნქტები), პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზებაში (1443 მუხლის მეორე ნაწილის  ა, ბ, დ, ე, ზ და თ  ქვეპუნქტები), განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში, რაც გამოიხატა  სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციისა (3691 მუხლის მესამე ნაწილი) და დანაშაულთა პროვოკაციის (145-ე მუხლი) ორგანიზებაში. 

ეს დანაშაულები მინიმუმ ერთ და მაქსიმუმ რვა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა სასჯელთა შეკრებითობის პირობებში, რის შეცვლასაც ახალი მთავრობა გეგმავს, მთლიანი სასჯელი გაცილებით მეტი შეიძლება იყოს.
 
საქმე ეხება არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, 18 სექტემბერს ციხის სკანდალური კადრების გავრცელებამდე რამდენიმე საათის წინსწრებით შსს-ის მიერ გავრცელებულ კადრებს, სადაც ციხის ორი თანამშრომელი პატიმარს სცემს საკანში. შსს-მ მაშინ განაცხადა, რომ ამ ქმედების პროვოცირება  „ქართულ ოცნებასთან“ ასოცირებული პატიმრის შეკვეთით განხორციელდა. 

თუმცა მთავარი პროკურატურის მტკიცებით, ეს კადრები ზურაბ ადეიშვილის ორგანიზებით და დაკვეთით დაიდგა მას შემდეგ, რაც ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა სექტემბრის დასაწყისში შეიტყო ინფორმაცია, რომ არსებობდა გლდანის ციხეში გადაღებული პატიმართა ცემისა და წამების ვიდეომასალა, რომელიც შესაძლოა არჩევნების წინ გამოქვეყნებულიყო.

გამოძიების განცხადებით, 17 სექტემბერს - სკანდალური კადრების გავრცელებამდე ერთი დღით ადრე, ადეიშვილმა თავის კაბინეტში დაიბარა მაშინდელი მთავარი პროკურორის მოადგილე დავით ჩხატარაშვილი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაშინდელი ხელმძღვანელი დავით ჭაკუა, რომელმაც თანამდებობა პატიმართა არაადამიანური მოპყრობისა და გაუპატიურების კადრების გავრცელების დღესვე დაკარგა. პროკურატურის ინფორმაციით, ადეიშვილმა ჭაკუას  დაავალა გლდანის ციხეში წინასწარ შერჩეული პატიმრების მიმართ დამცირების, წამების, ცემისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ორგანიზება და ამ ფაქტის ვიდეოგადაღება, რათა სკანდალური კადრების მოსალოდენლ გავრცელებამდე საზოგადოებას შექმნოდა აზრი, რომ ისინი არ შეეფერებოდა სინამდვილეს და გადაღებული იყო „ქართული ოცნების“ დავალებით გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ იმისთვის, რომ მაშინდელი ხელისუფლების იმიჯს ზიანი მიდგომოდა.

გამოძიების განცხადებით,  ეს დავალება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომლის მონაწილეობით 18 სექტემბერს გამთენიისას განხორციელდა ისე, რომ ერთ-ერთმა მონაწილემ, რომლის მიერ გადაღებული კადრები და „ცრუ“ აღიარებითი ჩვენება თითქოსდა პატიმართა ცემა  "ქართული ოცნების" წარმომადგენლების შეკვეთით ხდებოდა შსს-მ 18 სექტემბერს გაავრცელა, წინასწარ იცოდა სამი თვით მისი მოსალოდნელი დაპატიმრების შესახებ, რაც „ასევე შეთანხმებული იყო ზურაბ ადეიშვილთან“.

ბრალის წაყენების შემდეგ ადეიშვილის მიმართ ძებნის გამოცხადების პროცედურაა მოსალოდნელი.

ამასთან, ყოფილი იუსტიციის მინისტრი შსს-ში ერთი კვირის წინ მოწმის სახით დაიბარეს დაკითხვაზე სხვა საქმესთან დაკავშირებით, რომელიც „ბანკი ქართუს“ გაკოტრების  მიზნით წინა ხელისუფლების სხვადასხვა რგოლების მიერ შეთანხმებულ და ორგანიზებულ მცდელობას ეხება. ადეიშვილი დაკითხვაზე არ გამოცხადებულა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
16