Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პრეზიდენტი სააკაშვილი საზოგადოებას ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიმართავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 თებ.'13 / 19:47

მას შემდეგ, რაცქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტ სააკაშვილის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა გადადო, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი 8 თებერვალს მოსახლეობას პარლამენტის ნაცვლად, ეროვნული ბიბლიოთეკიდან იმავე ტექსტით მიმართავს, რომლითაც იგი დეპუტატთა წინაშე უნდა წარმდგარიყო. 

„იმის გათვალისწინებით, რომ პრემიერ-მინისტრის მოთხოვნით, უმრავლესობამ უარი განაცხადა პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიშის მოსმენაზე, მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება საზოგადოებას ხვალ ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიმართოს“, - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მაჯგალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის მოხსენება, რომელიც 8 თებერვალს იგეგმებოდა, განუსაზღვრელის დროით გადადო საპრეზიდენტო უფლებამოსილებაზე „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე არსებული უთანხმოების ფონზე.  ნაციონალური მოძრაობის უმცირესობამ განაცხადა, რომ პრეზიდენტი მზად იყო პარლამენტში გამოსვლისთვის და ამის შემდეგ დებატებში მონაწილეობისთვისაც, თუმცა უმრავლესობა „მზად არ აღმოჩნდა“ ამისთვის.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
33