Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილი MAP–ის მიღებას მომავალი წლის მიზნად ისახავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 მაი.'13 / 11:33


მარცხნიდან მარჯვნივ: თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ვაზიანის ბაზაზე 30 აპრილს გამართულ საჩვენებელ სამხედრო წვრთნებს ადევნებენ თვალს. ფოტო: პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური.

საქართველომ მიზნად დაისახა ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) 2014 წელს, ალიანსის მომდევნო სამიტზე მიიღოს, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა.

„შემდეგ წელიწადს ჩვენ უნდა მოვახერხოთ, ძალიან მკვეთრი ნაბიჯი უნდა გადავდგათ და MAP მაინც უნდა მივიღოთ“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა 30 აპრილს შეიარაღებული ძალების 22 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.   

„ამაზე მეტს ალბათ ვერც მივიღებთ, მაგრამ ძალიან მკაცრად დავგეგმეთ, რომ შემდეგ წელს, როდესაც იქნება ნატოს შეკრება, ჩვენ უნდა მოვახერხოთ და გადავდგათ მძლავრი ნაბიჯი ამ მიმართულებით“, – განაცხადა ივანიშვილმა, რასაც დამსწრე საზოგადოების აპლოდისმენტები მოყვა.

მან ასევე განაცხადა, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი სახელმწიფო და „იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ავღანეთში იცავენ ჩვენი ქვეყნის ღირსებას... ამით ყველაზე დიდი წვლილი შეაქვთ ჩვენს სტრატეგიაში [რაც ნატოში ინტეგრაციას გულისხმობს]“. 

მართალია მისი მთავრობის ზოგიერთმა წევრმა, მათ შორის თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, განაცხადა, რომ ისინი იზიარებენ პრემიერ–მინისტრის ოპტიმიზმს, მაგრამ თავიანთ განცხადებებში სიფრთხილით მოეკიდნენ მომავალ წელს MAP–ის მიღების პერსპექტივას.

ალასანიას თქმით, ქვეყანას აქვს ამბიცია, რომ რეფორმების გზით, რომლებიც ამჟამად თავდაცვის, უსაფრთხოების და კანონის უზენაესობის კუთხით მიმდინარეობს, საქართველო მზად იქნება გადადგას ძლიერი ნაბიჯი და ნატოს დაუახლოვდეს. მისი თქმით, ნატოზეა დამოკიდებული, თუ როგორი იქნება ეს ნაბიჯი და რა დაერქმევა ამ ინტეგრაციას. თავდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ იგი იზიარებს პრემიერ–მინისტრის ოპტიმიზმს, თუმცა სასურველი შედეგების მიღწევას ბევრი მუშაობა დასჭირდება.

სახელმწიფო მინისტრმა ევროპისა და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ მას არ სურს, რომ გადაჭარბებული მოლოდინები შეიქმნას, თუმცა 24–საათიანი მუშაობით ყველაფრის მიღწევა იქნება შესაძლებელი.

მანამდე 30 აპრილს პრემიერ–მინისტრი რამდენიმე მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან ერთად ვაზიანის სამხედრო ბაზაზე საჩვენებელ წვრთნებს დაესწრო, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების 22 წლის აღსანიშნავად გაიმართა.

2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტზე საქართველოს წევრობის სამოქმედო გეგმაზე (Membership Action Plan - MAP) უარი უთხრეს, თუმცა დაპირდნენ, რომ ქვეყანა ოდესმე მომავალში აუცილებლად გახდებოდა ალიანსის წევრი.

2008 წლის სექტემბერში ნატო–საქართველოს კომისია შეიქმნა – მთავარი მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ამჟამად ალიანსთან საქართველოს თანამშრომლობის ზედამხედველობა ხორციელდება.

ასევე 2008 წლის დეკემბერში ყოველწლიური ეროვნული პროგრამა (Annual National Programme - ANP) დაინერგა – საქართველოს მიერ ნაკისრი რეფორმების ნუსხა,  რომელსაც ყოველწლიურად საქართველოს ხელისუფლება ადგენს და შემდეგ მათ შესრულებას ნატო აფასებს.

როგორც ერთმა დიპლომატმა განაცხადა, თავისი არსით ANP ფაქტიურად იგივე „დე ფაქტო წევრობის სამოქმედო გეგმაა“.

თუმცა, 2009 წლის აპრილში სტრასბურგსა და კელში გამართულ სამიტზე ნატოს ლიდერებმა განაცხადეს, რომ MAP–ი კვლავაც რჩება იმ საკითხად, რომელზეც ალიანსს მოუწევს გადაწყვეტილების მიღება, სანამ საქართველო ნატოსთან ინტეგრაციის შემდგომ ეტაპზე გადავა.

29 აპრილს თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ”როუზ-როსის“ სემინარზე საუბრისას ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ განაცხადა, რომ „უდავოა, რომ საქართველომ უზარმაზარ პროგრესს მიაღწია“ და დასძინა, რომ წინა ხელისუფლებამ ქვეყნის მმართველობის სტაბილიზაცია მოახდინა.

„ახალმა მთავრობამ ჩაიბარა ის პირობები, რომელიც მას გადაეცა და იმ სფეროების რეფორმირებაზე გადავიდა, რომლებიც მიაჩნია, რომ უფრო გამჭირვალე, უფრო ღია და უფრო დემოკრატიული უნდა იყოს“, – განაგრძო მან, “ეს ნათლად ჩანს მათ კანონმდებლობაში, სამთავრობო სტრუქტურების საქმიანობაში, როდესაც ისინი იწვევენ მოკავშირეების წარმომადგენლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რათა მათ საკუთარი თვალით იხილონ, თუ რა სახის ტრანსფორმაციები მიმდინარეობს“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
16