Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ცესკო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კანდიდატურის მოხსნის წესებს განმარტავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 ოქტ.'13 / 18:32

ცესკოს განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გასული ორი კანდიდატიდან ერთ-ერთი უარს იტყვის არჩევნებში მონაწილეობის გაგრძელებაზე, მან კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 10 დღით ადრე უნდა მიმართოს წერილობით ცესკოს კანდიდატურის მოსახსნელად.

„ასეთ შემთხვევაში მეორე ტურში გასული კანდიდატი საარჩევნო ბიულეტენში ვეღარ მოხვდება, სადაც დარჩება მხოლოდ მისი პოტენციური კონკურენტი, რომელიც იქნება მეორე ტურში მონაწილე ერთადერთი კანდიდატი და მისი გაპრეზიდენტებისთვის 1 ხმაც საკმარისი იქნება“, - განუცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ეკა აზარაშვილმა Civil.ge-ს 19 ოქტომბერს.

მისი თქმით, თუ მეორე ტურამდე 10 დღით ადრე კანდიდატი ოფიციალურად არ აცნობებს ცესკოს და მხოლოდ ზეპირად განაცხადებს იმის შესახებ, რომ კანდიდატურა მოხსნა, ის მაინც იქნება წარმოდგენილი კონკურენტ კანდიდატთან ერთად საარჩევნო ბიულეტენში და არჩევნები მიღებული ხმების საფუძველზე შეჯამდება, კერძოდ კი მოიგებს ის, ვინც ამ ორი კანდიდატიდან მეტ ხმას დააგროვებს.

ცესკოში ეს განმარტებები ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის იმ განცხადების ფონზე გაკეთდა, რომ ის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საჭიროების შემთხვევაში, აღარ გააგრძელებს ბრძოლას პრეზიდენტობისთვის და გამოეთიშება მარათონს.

კანონმდებლობის თანახმად,  27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში არჩეულად ჩაითვლება პრეზიდენტობის ის კანდიდატი, რომელიც არჩევნებში მონაწილეთა ამომრჩევლის ხმების ნახევარზე მეტს ანუ 50% პლიუს ერთ ხმას დააგროვებს. 

ცესკო ვალდებულია, რომ 27 ოქტომბრიდან მაქსიმუმ 25 დღეში შეაჯამოს და გამოაქვეყნოს არჩევნების შედეგები. 

თუ პირველ ტურში ვერცერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს ხმათა ნახევარზე მეტს, ინიშნება მეორე ტური, რომელიც არჩევნების პირველი ტურის შედეგების გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე იმართება. 

მეორე ტურში მონაწილეობის უფლება აქვს იმ ორ კანდიდატს, რომელთაც პირველ ტურში საუკეთესო შედეგი აჩვენეს. იმ შემთხვევაში, თუ პირველ ტურში უკეთესი შედეგების მქონე კანდიდატის შემდგომმა ორმა კანდიდატმა ხმათა თანაბარი რაოდენობა დააგროვა, მეორე ტურში მონაწილე მეორე კანდიდატი წილისყრით გამოვლინდება.

მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს, ხოლო თუ მათ თაბარი რაოდენობის ხმები დააგროვეს, გამარჯვებული გახდება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში მეტი ხმა მიიღო. 

საქართველოს კანონმდებლობა ასევე ითვალისწინებს ხელახალი არჩევნების გამართვას იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატი პირველ ან მეორე ტურში მოხსნის თავის კანდიდატურას. ხელახალ არჩევნებს პარლამენტი არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 2 თვის ვადაში ნიშნავს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
45