Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილი: ახალი პრემიერი სავარაუდოდ შაბათს დასახელდება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 ოქტ.'13 / 15:43

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც 20 ნოემბრის შემდეგ გადადგომას აპირებს, განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს სავარაუდოდ შაბათს დაასახელებს მას შემდეგ, რაც პარასკევს საღამოს დეპუტატებთან კონსულტაციებს გამართავს.

„არ გამოვრიცხოთ იქ, რომ ჩემი ვარიანტი არ გავიდეს და სხვა ვარიანტი იყოს წამოყენებული... თუმცა ამის ალბათობა არის ძალიან დაბალი, რამეთუ სასწაულს ვერავინ ვერ მოვიფიქრებდით. გათვლილი, დასაბუთებული და კარგი კანდიდატი გვყავს შერჩეული“, - განაცხადა მან 28 ოქტომბერს პრესკონფერენციაზე.

ივანიშვილმა ადრე განაცხადა, რომ პრემიერს საპრეზიდენტო არჩევნებიდან 2-3 დღეში დაასახელა, თუმცა ამ ვადამ, მისი თქმით, გადაიწია შაბათისთვის.

„კარგი პრემიერი იქნება აბსოლუტურად გასაგები თქვენთვის და მისაღები პიროვნება, იქნება ძალიან ეფექტური კაცი და ყველა თვისება ექნება მასაც, რომ წარმატებული პრემიერი იყოს. რამდენად გავლენა ექნება და როგორი გავლენა ექნება? კარგი პრემიერი იქნება და დანარჩენს დრო აჩვენებს“, - განაცხადა ივანიშვილმა.

გავრცელებული ვარაუდებით, პრემიერობის პოტენციურ კანდიდატებად განიხილებიან ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ივანიშვილმა გასულ კვირას განაცხადა, რომ მომვალი პრემიერი მისი კაბინეტის მოქმედი წევრი იქნება.

ორშაბათს ერთობლივ პრესკონფერენციაზე მის გვერდის მჯდომმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩეული პრეზიდენტია, ნახევრად ხუმრობით მიმართა ჟურნალისტებს, რომ მათ ის დეტალი მაინც გაიგეს, რომ მომავალი პრემიერი „კაცი“ იქნება.

პრესკონფერენციის გახსნით სიტყვაში ივანიშვილმა მარგველაშვილი კიდევ ერთხელ შეაქო და განაცხადა, რომ საქართველომ „გენიალური“ პრეზიდენტი აირჩია „კულტურული“,  „უნიკალური“ და „ევროპული“ არჩევნების შედეგად.

მან კიდევ ერთხელ გადაუხადა ამომრჩეველს მადლობა, თუმცა დასძინა, რომ უკეთესი იქნებოდა აქტივობა უფრო მაღალი ყოფილიყო.

მისი თქმით, 46%-იანი აქტივობის შედეგი შეიძლება იყოს ის, რომ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა 21% მიიღო. „ეს ჩემთვისაც იყო სიურპრიზი“, განაცხადა მან და დასძინა, რომ ეს “გაუგებარი მხარდაჭერა“ არის „პოლიტიკური კულტურის“ ნაკლებობის შედეგი.   


 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
16