აღდგენილი მინარეთი სოფელ ჭელაში. ფოტო: გაზეთი „სამხრეთის კარიბჭე“
მინარეთი, რომლის დემონტაჟიც ხელისუფლებამ სამი თვის წინ განახორციელა ადიგენის რაიონში მდებარე სოფელ ჭელას მეჩეთიდან, ხუთშაბათს ღამით აღადგინეს.
მინარეთის ხელახლა აღმართვამდე რამდენიმე საათით ადრე სოფლის მუსლიმმა თემმა 27 ნოემბერს ადგილობრივი საკრებულოსგან შესაბამისი ნებართვა მიიღო.
„ორ თვეზე მეტია ვმუშაობთ კანონმდებლებთან ერთად; როდესაც საკანონმდებლო ბაზა მოგვარდება, გვინდა რომ ყველა მეჩეთი დავარეგისტრიროთ“, – განუცხადა მუსლიმთა სამმართველოს მუფთმა ჯემალ პაქსაძემ ჟურნალისტებს სოფელ ჭელაში.
- ივანიშვილი მუსლიმთა ლიდერებს შეხვდა
- მთავრობის მიმართვა ჭელას მუსლიმ მოსახლოებას
- მინარეთი ადიგენის რაიონში დააბრუნეს და დაასაწყობეს
- მინარეთის აღდგენის საწინააღმდეგო აქცია ახალციხეში
- ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა მინარეთის დემონტაჟის წინააღმდეგ
- რესპუბლიკური პარტიის განცხადება მინარეთის დემონტაჟის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე
- საპატრიარქო და მუსლიმთა ლიდერები მინარეთის დაბრუნების პირობებზე შეთანხმდნენ
- მთავარ პროკურატურას მინარეთის „უკანონო“ დემონტაჟის გამოძიებისკენ მოუწოდებენ
- საქართველოს საპატრიარქო მინარეთის დემონტაჟის შესახებ
- იუსტიციის მინისტრის კომენტარი მინარეთის დემონტაჟზე
- მინარეთის დემონტაჟთან დაკავშირებით დაკავებული პირები გათავისუფლდნენ
- სააკაშვილი მინარეთის დემონტაჟზე კომენტარს აკეთებს
- საპროტესტო აქცია გრძელდება მინარეთის დემონტაჟის შემდეგ
- ხელისუფლების მიერ მინარეთის დემონტაჟმა მუსლიმთა თემის პროტესტი გამოიწვია
ჭელაში მინარეთი 2013 წლის ივლისში აღმართეს. 20 აგვისტოს ადიგენის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მინარეთის მშენებლობა მოხდა უკანონოდ, ადგილობრივი ხელისუფლების ნებართვის გარეშე, რის გამოც იმ მიწის მეპატრონე, სადაც მინარეთი აღიმართა, 200 ლარით დააჯარიმა და მასვე დაევალა ნაგებობის დემონტაჟი. 26 აგვისტოს, როცა პოლიცია შევიდა სოფელში და ხელისუფლებამ მინარეთის დემონტაჟი დაიწყო ადგილობრივ მუსლიმებთან შეხლა-შემოხლის ფონზე, ჩაითვალა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები საკრებულოს გადაწყვეტილებას აღასრულებდნენ. თუმცა დემონტაჟის უკან ფორმალურად იდგა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, რომელმაც განაცხადა, რომ ეს ქმედება ექსპერტიზის მიზნით განახორციელა იმის დასადგენად, თუ რამდენად შეესაბამებოდა მინარეთის კონსტრუქციის წონა და სასაქონლო კოდი იმ მონაცემებს, რომელიც ივლისში საქართველოში მისი თურქეთიდან იმპორტის დროს საბაჟოზე იქნა დეკლარირებული.