Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ღარიბაშვილი MAP-ის პერსპექტივაზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 იან.'14 / 13:07

საქართველოს სურს ნატოს 2014 წლის სამიტზე ალიანსში წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მიღება, თუმცა თუ ქვეყანა მას ვერ მიიღებს, ეს „საფრთხეს არ შეუქმნის და არ შეცვლის ჩვენს ევროინტეგრაციას“, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 16 იანვარს.

„თუ MAP-ი არ იქნება ახლა, იქნება მოგვიანებით. ეს არ არის პრინციპული. მაგრამ თუ კითხვა ისმის იმასთან დაკავშირებით გვინდა თუ არ გვინდა? რა თქმა უნდა, გვინდა. მაგრამ თუ არ იქნება, ეს საფრთხეს არ შეუქმნის და არ შეცვლის ჩვენს ევროინტეგრაციას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან ეს განცხადება პრესკონფერენციაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც ჟურნალისტმა თხოვა კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მიერ 3 დღის წინ ესტონეთში ვიზიტისას გაკეთებულ  განცხადებაზე

უსუფაშვილმა 13 იანვარს ტალინში განაცხადა რომ თუ საქართველომ MAP-ი ვერ მიიღო ამან შესაძლოა გარკვეული საფრთხეები ევროინტეგრაციის კუთხითაც გააჩინოს. აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონური ცენტრში სიწყვით გამოსვლისა უსუფაშვილმა განაცხადა რომ სექტემბრის დასაწყისში უელსში ნატოს სამიტზე MAP-ის მინიჭებაზე უარის თქმა „შეარყევს“ პოლიტიკურ სტაბილურობას ქვეყანაში, „იმპულსს“ მისცემს საქართველოში ანტიდასავლურ პოლიტიკურ ძალებს და შესაძლოა, გარკვეული საფრთხეები ევროინტეგრაციის კუთხითაც გამოკვეთოს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის რთული იქნება წარმატებად გაასაღოს ნატო-ს მხრიდან MAP-ის გარდა სხვა გადაწყვეტილების მიღება, როგორც ამას წინა ხელისუფლება შეეცადა 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შედეგად, როცა ნატოელმა მოკავშირეებმა საქართველოს უარი უთხრეს MAP-ზე, თუმცა დაპირდნენ, რომ ქვეყანა ოდესმე მომავალში საჭირო კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში გაწევრიანდება ალიანსში.

„მე არ მომისმენია კონკრეტულად დათო უსუფაშვილის განცხადება. მე ვისურვებდი, რომ მე თვითონ მომესმინა რა კონტექსტში თქვა ეს“, - უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტს და მას შემდეგ, რაც მისგან უსუფაშვილის განცხადების შინაარსი კიდევ ერთხელ მოისმინა, განაცხადა:  „მე არ ვიზიარებ მაგ შეფასებას, თუმცა მე ვიმეორებ, რომ მე უნდა ვნახო [განცხადება] და ძალიან მარტივია, დაველაპარაკები დათო უსუფაშვილს“.

„ჩვენი საგარეო პოლიტიკა არის უცვლელი. ჩვენი კურსი არის ამ მიმართულებით უცვლელი  - ევროინტეგრაციის და ნატოს მიმართულებით“, - განაგრძო პრემიერმა, „რაც შეეხება MAP-ის მიღება-არ მიღების საკითხს, იცით ალბათ, რომ რამდენიმე წლის წინ წინა ხელისუფლებამ შექმნა აბსოლუტურად რაღაც გაუგონარი მოლოდინი, გააჩინა ტყუილი მოლოდინი მოსახლეობაში და შემდეგ ყველანაირად დავრჩით გაღიმებულები და იმედგაცრუებულები“.

„ჩვენ ამას არ ვაპირებთ, ჩვენ ვმუშაობთ და საქმე გამოაჩენს ჩვენს შედეგებს“, - განაცხადა მან, „ასე რომ, ცალსახად მინდა გითხრათ, რომ ჩვენი საგარეო მიმართულება, ვექტორი არ იცვლება და არ გადაიხედება“.

2013 წლის აპრილში მაშინდელმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ მიზნად დაისახა MAP-ის მიღება 2014 წელს ალიანსის მომდევნო სამიტზე. თუმცა მას შემდეგ საქართველოს ოფიციალური პირები სიფრთხილეს იჩენდნენ ამ საკითხის კომენტირებისას, აცხადებდნენ რა, რომ მათ 2014 წლის ნატოს სამიტის შესახებ გადაჭარბებული მოლოდინების შექმნა არ სურდათ.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
33