Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საფრანგეთის სააპელაციო სასამართლომ კეზერაშვილი ელექტრონული სამაჯურის გამოყენების პირობით გაათავისუფლა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 თებ.'14 / 19:38

სამხრეთ საფრანგეთის ქალაქ ექს-ან-პროვანსის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი პატიმრობიდან იმ პირობით გაათავისუფლა, რომ მას ელექტრონული დაკვირვების მიზნით სპეციალური სამაჯური დაუმაგრდება, იტყობინება სააგენტო "ფრანს-პრესი" 3 თებერვალს.

საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ 3 თებერვალს გამართული სასამართლო მოსმენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ფრანგმა მოსამართლემ კეზერაშვილს აუკრძალა საფრანგეთის ტერიტორიის დატოვება და დაავალდებულა იცხოვროს ექს-ან-პროვანსში მოსამართლის მიერ მითითებულ კონკრეტულ მისამართზე იმ პირობით, რომ მას ექნება უფლება დატოვოს საცხოვრებელი სახლი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მხოლოდ 10-დან 18 საათამდე, ხოლო შაბათ-კვირას 9-დან 21 საათამდე.

ელექტრონული სამაჯური, რომლის ტარების პირობით გათავისუფლა დაახლოებით 4.5 თვის განმავლობაში წინასწარ პატიმრობაში მყოფი დავით კეზერაშვილი, წარმოადგენს ელექტრონული მონიტორინგის სისტემას, რომელიც აკონტროლებს დაკვირვების ქვეშ მოქცეული ადამიანის გადაადგილების ტრაექტორიას.  

„ექ-ან-პროვანსის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ელექტრონული სამაჯურის ტარების ვადად განისაზღვრა დღეიდან 6 თვე და არა მხოლოდ - 27 თებერვლამდე პერიოდი, როდესაც ექსტრადიციის საკითხზე მოსამართლემ მსჯელობა უნდა განაახლოს“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

საქართველოს პროკურატურა ასევე აცხადებს, რომ ამასთან ერთად, საფრანგეთის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კეზერაშვილმა „სასამართლოს უნდა ჩააბაროს მისი ორი პასპორტი“.

კეზერაშვილს საქართველოს და ისრაელის ორმაგი მოქალაქეობა გააჩნია. ის საფრანგეთში 2013 წლის 14 ოქტომბერს დააკავეს, როცა საქართველოს მიერ ძებნილად იყო გამოცხადებული მის მიმართ ორ საქმეზე წაყენებული ბრალდებების საფუძველზე.

კეზერაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ შარშან თებერვლის ბოლოს დაუსწრებლად შეუფარდა წინასწარი პატიმრობა ტელეკომპანია „იმედის“ საქმესთან დაკავშირებით, რომელშიც მას რალად ედება ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ფულის გათეთრება და უკანონო შემოსავლის მიღება, ასევე მითვისება-გაფლანგვა. ამასთან, კეზერაშვილს კორუფციული ბრალდებები აქვს წაყენებული მეორე საქმეზე.

საქართველო მის ექსტრადიციას ითხოვს, რაზეც ექ-ან-პროვანსის სასამართლო მოსმენების განახლებას 27 თებერვლისთვის გეგმავს.

კეზერაშვილის დაცვის მხარე წაყენებულ ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

დავით კეზერაშვილი, რომელიც ექს-პრეზიდენტ სააკაშვილთან დაახლოებული პირია, 2004 წლიდან 2006 წლის ბოლომდე საქართველოს ფინანსური პოლიციის უფროსი იყო, ხოლო შემდეგ, 2008 წლის დეკემბრამდე თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა.
 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
20