Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თბილისის ბიუჯეტი კვლავ ჩავარდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 თებ.'14 / 11:38

თბილისის საკრებულომ 12 თებერვალს ბოლო ექვსი კვირის მანძილზე უკვე მეორედ ჩააგდო თბილისის მერიის მიერ წარდგენილი დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი.

ბიუჯეტის პროექტი, რომელიც ოთხშაბათს 17 ხმით 22–ის წინააღმდეგ ჩავარდა, საკრებულოსა და მერიას შორის უთანხმოების მთავარი წყარო გახდა.

თბილისის მერიამ უკვე შეიტანა პროექტში გარკვეული შესწორებები მას შემდეგ, რაც დეკემბრის ბოლოს  საკრებულომ ის პირველად ჩააგდო. 

საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა, რომელიც 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ ქართულ ოცნებაში გადასვლამდე ნაციონალური მოძრაობის წევრი იყო, განაცხადა, რომ ბიუჯეტი დედაქალაქს უნდა ემსახურებოდეს და არა ნაციონალურ მოძრაობას.

თბილისის მერიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბიუჯეტში შესწორებები იქნა შეტანილი, საკრებულოს მიერ წარმოდგენილი ყველა შენიშვნის გათვალისწინებით. შესწორებული ბიუჯეტი გაზრდილი ხარჯების დაფინანსებას  პრივატიზაციიდან დაგეგმილი შემოსავლების 35 მილიონი ლარიდან 100 მილიონ ლარამდე გაზრდის გზით ითვალისწინებდა.

მაგრამ საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პროექტი განზრახ შესწორდა ისე, რომ შეუძლებელი ყოფილიყო წლის ბოლოს მისი მაჩვენებლების შესრულება. პრივატიზაციიდან 100 მილიონი ლარის ოდენობის შემოსავლების მიღება არარეალისტურია, აცხადებენ საკრებულოს წევრები ქართული ოცნებიდან. მათი თქმით, ეს „არარეალისტური“ მაჩვენებელი განზრახ ჩაიდო პროექტში, რათა შემდეგ ნაციონალურ მოძრაობას წლის ბოლოსთვის ქართული ოცნებისთვის გადაებრალებინა ბიუჯეტის შეუსრულებლობა.

თუმცა, თბილისის მერიის წარმომადგენლებმა და საკრებულოს წევრებმა ნაციონალური მოძრაობიდან განაცხადეს, რომ ეს მხოლოდ საბაბია და ქართული ოცნების მიზანი ბიუჯეტის ჩაგდება იყო შესწორებების მიუხედავად. ალტერნატივის სახით თბილისის მერია ყველა იმ პროგრამული ხარჯის 10%–ით შემცირებას სთავაზობდა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სფეროების დაფინანსებას არ ეხებოდა.

თუ ბიუჯეტი 11 მარტამდე არ დამტკიცდება, ცენტრალურ მთავრობას უფლება ექნება პარლამენტის თანხმობით დაითხოვოს საკრებულო და თბილისის მთავრობა და პირდაპირი მმართველობა შემოიღოს ქალაქზე, მათ შორის 45 დღით ახალი მერის დანიშვნის გზით. ამ გარდამავალი პერიოდის შემდეგ, გაიმართება არჩევნები ახალი საკრებულოს ასარჩევად.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
18