Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მერაბიშვილი 26 მაისის საქმეში სასამართლომ ბრალდების ნაწილში დამნაშავედ ცნო
Civil Georgia, Tbilisi / 27 თებ.'14 / 15:30

ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს და ყოფილ პრემიერ-მინისტრს ვანო მერაბიშვილს 26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა, ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების იმავე ბრალის მეორე ნაწილში უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა. 

მოსამართლემ შსს-ის ყოფილი ხელმძღვანელი დამნაშავედ ცნო სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე წაყენებული ბრალის იმ ნაწილში, რომელიც ასეთი ქმედების ძალადობით ან იარაღის გამოყენებით ჩადენას ეხება; ხოლო გაამართლა და უდანაშაულოდ ცნო „დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით“ უფლებამოსილების გადამეტების ნაწილში.

პროკურატურა მერაბიშვილს 26 მაისის საქმეში  მომიტინგეებზე „ფართომასშტაბიანი და განურჩეველი თავდასხმის“ ბრძანების გაცემაში ედავებოდა, რათა მათი მასობრივი დაკავება, დაშინება, დასჯა და ასევე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედება მომხდარიყო. მერაბიშვილი უარყოფს ამ ბრალდებებს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

სასამართლომ მას სასჯელის ზომად თავისუფლების 6 წლის ვადით განუსაზღვრა, თუმცა 2012 წელს მიღებული ამნისტიის აქტის შედეგად ერთი მეოთხედით, 4.5 წლამდე შეუმცირა ვადა.  სასამართლოს გადაწყვეტილებით, მერაბიშვილს ამ საქმეზე 1 წლით, 1 თვისა და 15 დღის ვადით ასევე ჩამოერთვა  თანამდებობის დაკავების უფლება.

მოსამართლის განჩინებით, მერაბიშვილის სასჯელის ათვლა დაიწყება 30 მაისიდან, როცა მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ 9 თვის გარდა, რომელიც მან 27 თებერვალს ვერდიქტის გამოცხადებამდე წინასწარ პატიმრობაში გაატარა, მას ციხეში ყოფნა 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით კიდევ 3 წლით და 9 თვის ვადით მოუწევს, რაც იმაზე დაახლოებით ორი თვით ნაკლებია რა სასჯელიც მერაბიშვილს ათი დღის წინ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ კიდევ ორ დამოუკიდებელ საქმესთან დაკავშირებით შეუფარდა.

კერძოდ, მას უკვე მისჯილი აქვს თავისუფლების 5 წლით აღკვეთა მითვისება–გაფლანგვის, ამომრჩევლის მოსყიდვის და საკუთრების უფლების ხელშეუხებლობის დარღვევის მუხლებით.

მერაბიშვილის დაცვის მხარე „უკანონო და დაუსაბუთებელი“ სასამართლო გადაწყვეტილებების გასაჩივრებას აპირებს.

„ყველა ინსტანციაში გავასაჩივრებთ ქართულ სასამართლოებში. ეს ფორმალურადაც გვჭირდება იმისთვის, რომ ბრძოლა გავაგრძელოთ სტრასბურგის სასამართლოში“, - განაცხადა მერაბიშვილის ადვოკატმა  გიორგი ჩივიაშვილმა 27 თებერვლის სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც მოსამართლემ აპელაციისთვის ერთი თვის ვადა განსაზღვრა.

"ვფიქრობთ, რომ დღევანდელი განაჩენი ეკუთვნის იმ ასობით საქართველოს რიგით მოქალაქეს, რომლებმაც 26 მაისს პოლიციის მიერ გამოყენებული ძალადობა საკუთარ თავზე იწვნიეს", - განაცხადა პროკურორმა ნათია მეზვრიშვილმა.  

იმავდროულად, განაჩენის გამოცხადების შემდეგ სასამართლოსთან ერთმანეთს მერაბიშვილის მხარდამჭერები და მოწინააღმდეგეები დაუპირისპირდნენ, რის შედეგადაც, გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ რვა მოქალაქე დააკავა.

ამას გარდა, მერაბიშვილს წინ აქვს სასამართლო განხილვები სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, რომელშიც მას ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ეხება; პროკურატურა მერაბიშვილს, რომელიც 2006 წელს გირგვლიანის მკვლელობის დროს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, მტკიცებულებების დამალვაში ადანაშაულებს, რათა მკვლელობის საქმეზე სიმართლის დადგენისთვის ხელი შეეშალა. მერაბიშვილი ამ ბრალდებებსაც უარყოფს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
34