Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ადგილობრივ არჩევნებში 20 პარტია და 4 ბლოკი იღებს მონაწილეობას
Civil Georgia, Tbilisi / 19 მაი.'14 / 16:58

15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სულ 24 პოლიტიკური სუბიექტი მიიღებს მონაწილეობას, საიდანაც ოცი პარტიაა, ხოლო ოთხი პოლიტიკური ბლოკი.

არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტებიდან მხოლოდ 14-მა წარადგინა თბილისის მერობის კანდიდატი  - ცესკომ ყველა მათგანი გაატარა რეგისტრაციაში.  არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა კანდიდატებს 5 ივნისამდე შეეძლებათ.

15 ივნისის ადგილობრივ არჩევნებში შემდეგი სახელწოდებით მიიღებენ მონაწილეობას:

პარტიები

1. უფლის სახელით-უფალია ჩვენი სიმართლე - თბილისის მერობის კანდიდატი მიხეილ სალუაშვილი;
2. გიორგი გაჩეჩილაძე-მწვანეთა პარტია - თბილისის მერობის კანდიდატი დეპუტატი გიორგი გაჩეჩილაძე;
3. საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა;
4. ირაკლი ოქრუაშვილი - ქართული პარტია;
5. დავით თარხან-მოურავი − საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - თბილისის მერობის კანდიდატი ირმა ინაშვილი;
6. ერთიანობის დარბაზი;
7. ჩვენი საქართველო (ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობა);
8. შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია - თბილისის მერობის კანდიდატი ასმათ ტყაბლაძე;
9. მომავალი საქართველო - თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ლაღიძე;
10. ქრისტიან დემოკრატიული პარტია (ქრისტიან დემოკრატები);
11. მერაბ კოსტავას საზოგადოება - თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი;
12. ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია - თბილისის მერობის კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე;
13. სახალხო მოძრაობა;
14. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ);
15. ირაკლი ღლონტი-რეფორმატორები -თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი ღლონტი;
16. სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზა - თბილისის მერობის კანდიდატი თეიმურაზ მურვანიძე;
17. სახალხო პარტია;
18. საქართველოს მშრომელთა საბჭო - თბილისის მერობის კანდიდატი როინ ლიპარტელიანი;
19. ხალხის პარტია;
20. თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა.

ბლოკები

1. ქართული ოცნება:  ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო, კონსერვატიული პარტია, მრეწველები, რესპუბლიკური პარტია, თავისუფალი დემოკრატები, ეროვნული ფორუმი - თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია;
2. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: ნაციონალური მოძრაობა და საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია - თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია;
3. არასაპარლამენტო ოპოზიცია  (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე): ახალი მემარჯვენეები და თავისუფალი საქართველო  -  თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა;
4. თვითმმართველობა ხალხს: სამართლიანი საქართველოსთვის და ევროპელი დემოკრატები - თბილისის მერობის კანდიდატი სერგო ჯავახიძე.

ნინო ბურჯანაძის პარტია დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს ირგვლივ გაერთიანებული პოლიტიკური პარტიები  - ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა და ქართული დასი ერთიან ბლოკად არ დარეგისტრირებულან. ეს გაერთიანება  დარეგისტრირდა, როგორც პარტია ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, თუმცა არჩევნებში მონაწილეობას იღებს სახელწოდებით „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია“.

ამ გადაწყვეტილების გამო დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო და ქართული დასი იმ რვა პარტიას შორის მოხვდა, რომელთაც ცესკომ რეგისტრაციაზე უარი უთხრა. თუმცა ამ ორი პარტიისგან განსხვავებით, რომელთაც რეგისტრაციაზე უარი საკუთარი განცხადების საფუძველზე ეთქვათ, ცესკომ დანარჩენი ექვსი პარტია (საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის პარტია; საქართველოს ქალთა პარტია - სამართლიანობისა და თანასწორობისათვის; საქართველოს თავისუფალ-დემოკრატიული პარტია; საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია; თეთრები; მამულიშვილთა ორდენი „სამშობლო”), ძირითადად, მხარდამჭერთა სიების წარდგენასთან დაკავშირებული ხარვეზების გამო არ დაარეგისტრირა.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
26