Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოში ფარულ მიყურადებაზე სადავო მუხლს ასაჩივრებს
Civil Georgia, Tbilisi / 30 მაი.'14 / 17:45

საქართველოს სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონის იმ მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობის სარჩელით მიმართა, რომელიც სამართალდამცავებს ფარულ მიყურადებაზე პირდაპირი წვდომის უფლებას აძლევს.

ამ საკითხის საკანონმდებლო დონეზე ახლებურად დარეგულირება პარლამენტმა შსს-ის პოზიციის გათვალისწინებით 1 ნოემბრამდე გადაავადა, მიიღო რა 29 მაისს პირველი მოსმენით საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ სხვა რეგულაციებს აწესრიგებს.

ამ ფონზე სახალხო დამცველის აპარატმა 30 მაისს განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი და ითხოვს კანონის იმ დებულებების არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც „სამართალდამცავ ორგანოებს კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციის ფიზიკურ ხაზებთან, მაილსერვერებთან, კავშირგაბმულობის ქსელებთან და კავშირგაბმულობის სხვა შემაერთებლებთან მუდმივი მიერთების, აგრეთვე სათანადო აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების განთავსება-მონტაჟის და კავშირგაბმულობის არხში არსებულ მონაცემთა ბანკების კოპირების შესაძლებლობას აძლევს“.

ეს უფლება, რომელიც სამართალდამცავებს 2010 წლის ოქტომბრის საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად მიენიჭათ და რომელიც „არ საჭიროებს სასამართლოს სანქციას“ და არც მისი გადაუდებელი აუცილებლობის რეჟიმში გამოყენების საჭიროებაა დადგენილი, სახალხო დამცველის თქმით, ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დაცულ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას.

„ე.წ. „მუდმივი მიერთება“, სათანადო აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის მონტაჟი და საინფორმაციო ბანკების კოპირების შეუზღუდავი უფლება გულისხმობს იმის შესაძლებლობას, რომ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს გააჩნიათ კონსტიტუციურ–სამართლებრივი რეგულირებისა და დაცვის სივრციდან გასული და შეუზღუდავი უფლება, მუდმივად მიუწვდებოდეთ ხელი კომუნიკაციის და პირადი მონაცემების დაცულ სფეროზე, ანუ, პირადი მონაცემების შემცველ ინფორმაციაზე და ახორციელებენ მის მუდმივ მონიტორინგს, ვინაიდან კანონი არ ითვალისწინებს რაიმე სახის კონტროლის ან ამ ძალაუფლების შეზღუდვის მექანიზმს“, - აცხადებს სახალხო დამცველის აპარატი თავის პრესრელიზში.

სახალხო დამცველი მიესალმება ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული ცვლილებათა პაკეტის მიღების პროცესს, თუმცა აცხადებს, რომ ამის პარალელურად საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს სადავო მუხლის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე. 

იმ შემთხვევაში, თუ სარჩელს წარმოებაში მიიღებს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონმდებლებისთვის გახდება სახელმძღვანელო პრინციპი, თუ როგორ უნდა დარეგულირდეს ე.წ. "მუდმივი მიერთების" საკითხი.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
9