Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ბაჩო ახალაიას დამატებითი ბრალდებები წაუყენეს
Civil Georgia, Tbilisi / 3 ივლ.'14 / 12:00

პროკურატურამ 2 ივლისს ყოფილ თავდაცვის მინისტრს და სასჯელაღსრულების სისტემის ყოფილ ხელმძღვანელს ბაჩო ახალაიას ახალი ბრალდებები წარუდგინა, რაც მოიცავს 2011 წელს თავდაცვის მინისტრად მუშაობის დროს რამდენიმე დაკავებულის „წამების ორგანიზებას“.

ახალაიას ადვოკატმა რომეო საჯაიამ განაცხადა, რომ ეს ბრალდებები „აბსურდულია“ და პროკურატურის ეს საქმე ისევე დაიმსხვრევა, როგორც ახალაიას წინააღდმეგ ზოგიერთ სხვა საქმეზე მოხდა. მისი თქმით, ახალი ბრალდებები მხოლოდ მისი კლიენტის წინასწარ პატიმრობაში დატოვებას ისახავს მიზნად, რადგანაც მისი წინასწარი პატიმრობის ვადა 26 ივლისს იწურება.

2012 წლის ნოემბერში დაკავების შემდეგ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ რამდენიმე საქმეზე გაიმართა სასამრთლო პროცესები და რამდენიმეზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს. 

ის გაამართლეს სამსახურებლივი უფლებამოსილების გადამეტების, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და წამების ბრალდებებთან დაკავშირებით ოთხ ცალკე საქმეზე.

ოქტომბრის ბოლოს ახალაია 2006 წელს სასჯელაღსრულების სისტემის უფროსად მუშაობის დროს პატიმრების მიმართ არაჰუმანური მოპყრობის საქმეზე დამნაშავედ ცნეს და 3 წლით და ცხრა თვით პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ის 2013 წლის ნოემბრის დასაწყისში შეიწყალა.

მიუხედავად პრეზიდენტის შეწყალებისა, ახალაია წინასწარ პატიმრობაში რჩებოდა სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, რომელიც მას 2013 წლის ოქტომბერში წაუყენეს სანდრო გირგვლიანის საქმეზე, რომელიც მის სასჯელაღსრულების სისტემის უფროსად მუშაობის პერიოდს უკავშირდება; სასამართლო პროცესი ამ საქმეზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ცხრა თვე, რომელიც წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური ვადაა საქართველოში, 26 ივლისს იწურება და ახალაია პატიმრობაში დარჩება, თუ სასამართლო მას დამნაშავედ ცნობს ამ საქმეზე ან თუ სასამართლო წინასწარ პატიმრობას შეუფარდებს მას ახალ ბრალდებებთან დაკავშირებით. 

სასამართლო პროცესი ასევე მიმდინარეობს ცალკე საქმეზე, რომელიც წამების ბრალდებას მოიცავს და რომელშიც პროკურატურა ახალაიას 2006 წელს ექვსი პატიმრის ცემაში ადანაშაულებს სასჯელაღსრულების სისტემის უფროსად მუშაობის პერიოდში.

ახალი ბრალდებების თანახმად, 2011 წლის სექტემბერში თავდაცვის მინისტრად მუშაობის დროს ახალაიამ, როგორც პროკურატურამ განაცხადა, რამდენიმე პირის „წამების ორგანიზება“ და ასევე დაკავებულის „სექსუალური ძალადობის ორგანიზება“ განახორციელა რუსეთის ჯაშუშობის აღიარების მოთხოვნით. ერთ–ერთი მსხვერპლი, პროკურატურის თქმით, იყო გადამდგარი პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე, რომელიც პატიმრობის დროს წამების და სექსუალური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა; დანარჩენი სამი მსხვერპლი, პროკურატურს თქმით, იყვნენ სერგეი ჩაპლიგინი, გიორგი გორელაშვილი და ვიცეპოლკოვნიკი დავით ლონდარიძე. სასამართლომ 2014 წლის იანვარში თეთრაძის საქმეზე ციხის ყოფილი რამდენიმე თანამშრომელი დამნაშავედ ცნო, ხოლო სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი მეგის ქარდავა ლონდარიძის და გორელაშვილის წამების საქმეზე გაამტყუნა და მას დაუსწრებლად ცხრა წლიანი პატიმრობა შეეფარდა იმავე სასამართლო პროცესზე იანვარში.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
31