Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
გაეროს უშიშროების საბჭოზე საქართველომ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ კოალიციის მხარდაჭერის პირობა დადო
Civil Georgia, Tbilisi / 20 სექ.'14 / 16:40

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ 19 სექტემბერს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც ერაყის საკითხს მიეძღვნა, განაცხადა, რომ თბილისი მზად არის ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საბრძოლველად საერთაშორისო ძალისხმევას შეუერთდეს და იმუშავებს პარტნიორებთან, რათა განსაზღვროს, თუ რა წვლილის შეტანა შეუძლია საქართველოს.

ფანჯიკიძემ საქართველოს საკმაოდ იშვიათი გამოჩენა გაეროს უშიშროების საბჭოზე იმისთვისაც გამოიყენა, რომ დაეგმო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის „სამხედრო აგრესია“ და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „მიმდინარე ოკუპაცია“.

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელსაც  35 ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ და აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი თავმჯდომარეობდა, მიზნად ისახავდა ერაყის ახალი მთავრობის მხარდაჭერას და ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევაზე მსჯელობას.

„ევროპის უსაფრთხოებას მნიშვნელოვან გამოწვევას უქმნის რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. საქართველომაც იზარალა 2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიის და მისი ორი რეგიონის მიმდინარე ოკუპაციის გამო“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის გამოსვლაში, „საზღვრების ძალისმიერი გზით შეცვლის შემაშფოთებელი მაგალითი მნიშვნელოვან საფრთხეებს უქმნის მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის სტრატეგიულ ხედვას“.

ფანჯიკიძის თქმით, საქართველო „ღრმადაა შოკირებული და შეწუხებული ერაყში ძალადობრივი განვითარების და უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის სწრაფი გაუარესების გამო“.

„მზად ვართ ჰუმანიტარული დახმარება აღმოვუჩინოთ მათ, ვინც იზარალეს ტერორისტული ჯგუფების სასტიკი ქმედებების გამო. ამას გარდა, საქართველოს ღირებული გამოცდილება საბრძოლო მისიებიდან, ასევე წარმატებული ტრანსფორმაცია თავდაცვის სფეროში  შეიძლება ეფექტურად იქნას გამოყენებული ერაყის და სხვა უსაფრთხოების ძალების შესაძლებლობის გასაძლიერებლად იმ დროს, როდესაც ისინი ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებს ებრძვიან“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

„მოუთმენლად ველით ამერიკის შეერთებულ შტატებთან და კოალიციის სხვა პარტნიორებთან მუშაობას მომდევნო დღეებში და კვირებში, რათა განვსაზღვროთ ის სფეროები, რომელთაც საქართველოს წვლილი დამატებით ღირებულებას შესძენს“, – განაცხადა მან.

„მინდა ძლიერი მხარდაჭერა გამოვუცხადო ერაყის ახალ მთავრობას“, – განაცხადა ფანჯიკიძემ, „საქართველო უკიდურესად გმობს ტერორიზმის და ძალადობის ყველა სამარცხვინო აქტს“.

„ისლამური სახელმწიფო არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს უქმნის საფრთხეს, არამედ ევროპასაც, ჩრდილოეთ ამერიკასაც და იმის იქითაც. მხოლოდ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი ასეთი ძალადობრივი ქმედებების შეჩერება და აღკვეთა“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

„საქართველო, როგორც სანდო მოკავშირე და უნარიანი პარტნიორი, მტკიცე  ძალისხმევას ახორციელებს, რათა უზრუნველყოს უსაფრთხოება და სტაბილურობა მსოფლიოს მასშტაბით“, – განაცხადა მან და აღნიშნა საქართველოს წარსული წვლილი ერაყში, სადაც დაახლოებით 2 000 ქართველი სამხედრო იყო განთავსებული 2008 წლის აგვისტომდე, და ასევე საქართველოს მიმდინარე კონტრიბუცია ISAF–ის ოპერაციაში ავღანეთში და ევროკავშირის მისიაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.

„ჩვენი ერთგულება მსოფლიო მშვიდობის და სტაბილურობის მიმართ მტკიცეა. საქართველო სრულად უჭერს მხარს კოალიციის ძალისხმევას, რომ დაამარცხოს ისლამური სახელმწიფო და რეგიონში მშვიდობა დაამყაროს“, – განაცხადა მან.

აშშ–სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ, რომელიც სხდომას უძღვებოდა, მადლობა გადაუხადა საქართველოს „ყველაფრისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ, მიუხედავად სხვა გამოწვევებისა, რომლის წინაშეც, როგორც ჩვენ ვიცით, თქვენ დგახართ“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
70