Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ემზარ კვიციანს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
Civil Georgia, Tbilisi / 17 ნოე.'14 / 16:19

ემზარ კვიციანი ზუგდიდის სასამართლომ დამნაშავედ ცნო უკანონო გასამხედროებული ჯგუფის შექმნასა და 2006 წელს კოდორის ხეობაში ამბოხის მოწყობაში და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კვიციანი, რომელიც ბრალდებებს უარყოფს, 2014 წლის თებერვალში მოსკოვიდან თბილისში დაბრუნებისას დააკავეს. პროკურატურამ განაცხადა, რომ კვიციანს მოუხდა საქართველოში დაბრუნება, რადგან რუსეთმა მისი „დეპორტაცია“ განახორციელა. კვიციანის ადვოკატმა განაცხადა, რომ განაჩენი ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრდება.

2008 წლის აგვისტოს ომამდე, ზემო კოდორის ხეობა ერთადერთი ადგილი იყო სეპარატისტულ აფხაზეთში, რომელიც თბილისის კონტროლს ექვემდებარებოდა. გასამხედროებული ჯგუფი ”მონადირე”, რომლის მეთაურიც ემზარ კვიციანი იყო, მას შემდეგ შეიქმნა ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით ხეობის დაცვის მიზნით, რაც 1992 წელს აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო. ეს ჯგუფი განაგებდა ხეობას,  ხოლო ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილება კოდორის ხეობაზე მხოლოდ პირობითი იყო. თუმცა, ეს სიტუაცია 2006 წლის ზაფხულში შეიცვალა. კვიციანმა 2006 წლის 22 ივლისს ცენტრალურ ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა და ამის მიზეზად „მონადირის“ დაშლის გეგმები დაასახელა; საპასუხოდ, ხელისუფლებამ კოდორში სამხედრო ძალები გაგზავნა, რის შემდეგაც კვიციანი იძულებული გახდა ხეობიდან გაქცეულიყო.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
18